გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
კლინიკური ონკოლოგია

კლინიკური ონკოლოგია

კლინიკური ონკოლოგია ფოკუსირებულია სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პაციენტების სრულფასოვან ზრუნვაზე მკურნალობის ყველა ეტაპზე. ჩვენი მიზანია პაციენტს შევთავაზოთ სრულყოფილი, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ექიმთან კონსულტაცია — ონკოლოგიური მდგომარეობის დეტალური შეფასება და ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა;

  • მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი — ზუსტი და სწრაფი დიაგნოსტიკა თანამედროვე მეთოდებით;

  • ონკოქირურგიის ყველა მიმართულება — სიმსივნური წარმონაქმნების ქირურგიული მკურნალობა;

  • ონკოლოგიის დღის სტაციონარი — კომფორტული გარემო ქიმიოთერაპიული სეანსებისთვის;

  • 24-საათიანი სტაციონარი — გეგმიური ქიმიოთერაპია და მკურნალობის პერიოდში განვითარებული გართულებების მართვა;

  • სისხლის ბანკი — საჭიროების შემთხვევაში სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობა;

  • პაციენტთა სკოლა — ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება პაციენტებისთვის და მათი ოჯახებისთვის;

  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახური — ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მკურნალობის ყველა ეტაპზე;

  • მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა და მზრუნველობის სერვისი — პაციენტის ჯანმრთელობის გრძელვადიანი მართვა და აღდგენის მხარდაჭერა.

ჩვენი გუნდის მიზანია, თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ ინდივიდუალურად მორგებული, სანდო და პროფესიონალური ზრუნვა.

ნათია ჯოხაძე კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სალომე ბეგიჯანაშვილი კლინიკური ონკოლოგი
სოფიკო მაჭარაშვილი ექიმის ასისტენტი
მზია ლომიტაშვილი პაციენტთა სკოლის კოორდინატორი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 16:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian