გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
ინფექციის კონტროლი

ინფექციის კონტროლი

ინფექციის კონტროლის დეპარტამენტი სპეციალიზებულია სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფექციური დაავადებების დროულ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მართვაში. დეპარტამენტის მთავარი მიზანია ინფექციური პათოლოგიების დროული გამოვლენა, სწორად დაგეგმილი მკურნალობა და პაციენტის ჯანმრთელობის სწრაფი აღდგენა.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“-ს ინფექციის კონტროლს ხელმძღვანელობს გამოცდილი ინფექციონისტი თინათინ ჯომიდავა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ინფექციური სნეულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

    • ბაქტერიული ინფექციები;

    • ვირუსული ინფექციები;

    • სოკოვანი ინფექციები;

    • პარაზიტული ინფექციები.

სპეციფიკური მიმართულებები:

  • სეფსისი / ბაქტერიემია — სისხლის ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • ენდოკარდიტი — გულის შიგნითა გარსის ინფექციური დაზიანება;

  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები — ოსტეომიელიტი, ინფექციური ართრიტი;

  • ხელოვნურ მოწყობილობებთან ასოცირებული ინფექციები — კათეტერები, პროთეზები და სხვა მოწყობილობების ინფიცირება;

  • ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები — მენინგიტი, ენცეფალიტი, თავის ტვინის აბსცესი;

  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები — აბსცესები, ცელულიტი და სხვა;

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები — ბრონქიტი, პნევმონია;

  • გასტროინტესტინური ტრაქტის და საშარდე სისტემის ინფექციები — გასტროენტერიტი, პიელონეფრიტი და სხვ.;

  • უცნობი წარმოშობის ცხელება — ფართო დიაგნოსტიკური მიდგომა;

  • ინფექციები იმუნოკომპრომიტირებულ პირებში — მაღალი რისკის მქონე პაციენტების მართვა.

ჩვენი მიზანია თითოეული პაციენტისთვის უზრუნველვყოთ ზუსტი დიაგნოსტიკა, თანამედროვე მკურნალობის მეთოდები და ჯანმრთელობის უსაფრთხო აღდგენა.

თინათინ ჯომიდავა ინფექციონისტი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 16:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian