გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე

იმუნიზაცია

ვაქცინაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის და ზოგადი ჯანმრთელობის დაცვისთვის. დროული იმუნიზაცია ხელს უწყობს დაავადებების გავრცელების შემცირებას და მძიმე გართულებების თავიდან აცილებას.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“-ს იმუნიზაციის სერვისს კურირებს მაია გოგელია — გამოცდილი იმუნიზაციის ექიმი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ვაქცინაცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ — უსაფრთხო და ეფექტური დაცვა ინფექციური ჰეპატიტისგან;

  • HPV ვაქცინაცია (ჰუმანური პაპილომავირუსის საწინააღმდეგოდ) — პრევენცია საშვილოსნოს ყელის სიმსივნისა და სხვა ვირუსით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ;

  • სეზონური გრიპის ვაქცინაცია — გრიპის გართულებებისგან დაცვა მაღალი რისკის ჯგუფებში;

  • სკრინინგი B და C ჰეპატიტზე — სწრაფი და უსაფრთხო გამოკვლევა ქრონიკული ინფექციების ადრეული გამოვლენის მიზნით.

იმუნიზაციის პროცედურები ტარდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.

მაია გოგელია იმუნიზაციის ექიმი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian