გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
გინეკოლოგია

გინეკოლოგია

გინეკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ქალის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პრევენციას. დროული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მიდგომები გინეკოლოგიურ დაავადებებთან მიმართებაში უზრუნველყოფს ქალების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგიურ მომსახურებას უზრუნველყოფენ გამოცდილი სპეციალისტები: ზაზა ციციშვილი, თამარ ცხომელიძე, მედეა დარასელია, ქეთევან ჯინჯოლავა, მარიამ ჩხიკვაძე, ნინო კეკელიძე, მალხაზ კალანდია, ცისმარ გათენაძე და ირინა დვალიშვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ექიმთან კონსულტაცია — ყოვლისმომცველი შეფასება და ინდივიდუალური სამკურნალო გეგმის შედგენა;

  • ნებისმიერი გინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური პათოლოგიის ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

  • უშვილობის ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა — ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები საშვილოსნოზე სხვადასხვა მეთოდით (ლაპაროსკოპიული, ჰისტეროსკოპიული და ლაპარატომიული);

  • ლაპაროსკოპიული ოპერაციები დანამატებზე — საკვერცხის სხვადასხვა გენეზის კისტების მოცილება;

  • საშვილოსნოს კვერცხსავალ მილებზე ოპერაციები — ჰიდროსალპინქსი, პიოსალპინქსი, ჰემატოსალპინქსი და მცირე მენჯის შეხორცებების მკურნალობა;

  • საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაციული მკურნალობა;

  • საკვერცხის აპოპლექსია და შემოგრეხის ოპერაციული მართვა;

  • საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის მკურნალობა;

  • ტუბოოვარიული ანთებითი წარმონაქმნების და დუგლასის აბსცესის ქირურგიული მკურნალობა;

  • ენდომეტრიოზის ლაპაროსკოპიული მკურნალობა — ღრმა ენდომეტრიოზის სრული სპექტრის ოპერაციები;

  • საშვილოსნოს ლეიომიომის (კვანძოვანი კეთილთვისებიანი სიმსივნეების) მკურნალობა — ლაპაროსკოპიული, ჰისტეროსკოპიული და ლაპარატომიული მეთოდებით;

  • რადიკალური ოპერაციები — ტოტალური და სუბტოტალური ჰისტერექტომია;

  • საშოსმხრივი ოპერაციები — საშოს წინა/უკანა კედლის პლასტიკა, ბართოლინის ჯირკვლის ოპერაციები, საშოს ან ვულვის პოლიპების მოცილება;

  • დიაგნოსტიკური და ოპერაციული ჰისტეროსკოპია — საშვილოსნოს ტანისა და ყელის პოლიპების, სუბმუკოზური ლეიომიომების, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის და სხვა პათოლოგიების მკურნალობა.

ონკოგინეკოლოგიური ოპერაციები:

  • გაფართოებული ჰისტერექტომია (ვერტჰაიმის ოპერაცია) — საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის თანამედროვე მეთოდი;

  • ჰისტერექტომია, ომენტექტომია, ციტორედუქციული ოპერაციები — საკვერცხეების და საშვილოსნოს სხეულის ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა;

  • ვულვექტომია რეგიონული ლიმფოდისექციით — ვულვის სიმსივნეების შემთხვევაში;

  • წინა, უკანა და ტოტალური ეგზენტერაცია — რთული ონკოლოგიური შემთხვევების მართვა.

ჩვენი გუნდის მიზანია თითოეულ პაციენტს შევთავაზოთ ზუსტი დიაგნოსტიკა, თანამედროვე მკურნალობა და მაქსიმალური ზრუნვა ჯანმრთელობაზე.

ზაზა ციციშვილი გინეკოლოგი (სერვისი)
თამარ ცხომელიძე გინეკოლოგი
მედეა დარასელია გინეკოლოგი
ქეთევან ჯინჯოლავა გინეკოლოგი
მარიამ ჩხიკვაძე გინეკოლოგი
ნინო კეკელიძე გინეკოლოგი
მალხაზ კალანდია გინეკოლოგი (სერვისი)
ცისმარ გათენაძე გინეკოლოგი (სერვისი)
ირინა დვალიშვილი გინეკოლოგი (სერვისი)
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian