გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
გასტროენტეროლოგია

ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგიის ცენტრი

ცენტრი სპეციალიზებულია ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, მათ შორის რთულ ქირურგიულ ჩარევებზე და ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“-ს ტრანსპლანტოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს ზაზა იაკობაძე (ზოგადი ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი) და მასთან ერთად მუშაობს გამოცდილი ქირურგი მურატ ქილიჩი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ამბულატორიული სერვისი — მდგომარეობის შეფასება და მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენა;

  • ღვიძლის ტრანსპლანტაცია — ზრდასრულ პაციენტებში;

  • პედიატრიული ღვიძლის ტრანსპლანტაცია — ბავშვთა ასაკში ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა.

ვუმკურნალებთ შემდეგ პათოლოგიებს:

ღვიძლის დაავადებები:

  • ღვიძლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;

  • ღვიძლის ციროზი (პედიატრიულ და ზრდასრულ პაციენტებში);

  • ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნეები: აბსცესი, ჰემანგიომა, მარტივი ცისტები, ჰიდატიდური კისტა, ადენომა, ფოკალური კვანძოვანი ჰიპერპლაზია (FNH);

  • ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები: ჰეპატოცელულარული კარცინომა (HCC), ქოლანგიოკარცინომა, ჰეპატობლასტომა, ანგიოსარკომა, არადიფერენცირებული სარკომა;

  • ღვიძლის მეორადი სიმსივნეები: მეტასტაზები.

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებები:

  • ნაღვლის ბუშტის კენჭები (ქოლელითიაზი);

  • ნაღვლის ბუშტის ანთება (ქოლეცისტიტი);

  • ნაღვლის ბუშტის პოლიპი;

  • სანაღვლე გზებში კენჭები (ქოლედოქოლითიაზი);

  • ოპერაციის შემდგომი სტენოზი და ნაღვლდენა;

  • ნაღვლის სადინრის კისტა (ქოლედოქალური კისტა);

  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სიმსივნეები;

  • ვატერის ამპულის კიბო.

პანკრეასის დაავადებები:

  • მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;

  • პანკრეასის კეთილთვისებიანი სიმსივნეები: ადენომა, კისტები;

  • პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნეები: პანკრეასის კიბო.

სხვა პათოლოგიები:

  • თორმეტგოჯა ნაწლავის პათოლოგიები;

  • თიაქრები (დიაფრაგმული, პოსტოპერაციული, ჭიპის, საზარდულის, ბარძაყის).

ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ მაღალი დონის ქირურგიული მომსახურება, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინდივიდუალური მიდგომით და სრულყოფილი რეაბილიტაციის მხარდაჭერით.

ზაზა იაკობაძე ტრანსპლანტოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი
მურატ ქილიჩი ქირურგუ ტრანსპლანტოლოგი (სერვისი)
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 16:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian