გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი

ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი

ენდოკრინოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ჰორმონების მიერ კონტროლირებული ორგანიზმის პროცესებს და ენდოკრინული ჯირკვლების დაავადებებს. სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტია ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“-ს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნინო გაბიძაშვილი, გამოცდილი გუნდთან ერთად, რომელშიც შედიან: ნანა ნაკაიძე, თინა იორდანიშვილი, ანა მიქაბერიძე, ოლგა ვინოგრადსკაია, სალომე ბულისკერია, ქეთევან ღიბრაძე (ბარიატრიის გუნდი), ასევე უმცროსი ექიმები ქრისტინე ამბრიაშვილი და ელენე დოპიძე, და დენსიტომეტრიის ტექნიკოსი თამარ შერაზადიშვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ენდოკრინოლოგიური დაავადებების მკურნალობა:

    • ჰიპოფიზის დაავადებები;

    • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

    • პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებები;

    • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები;

    • პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომი;

    • საკვერცხეების ნაადრევი გამოფიტვის სინდრომი;

    • ოსტეოპოროზი;

    • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2;

    • მეტაბოლური სინდრომი;

    • ლიპიდური ცვლის დარღვევები.

  • ამბულატორიული სერვისები:

    • ფარისებრი ჯირკვლის ან ლიმფური კვანძების წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (ულტრაბგერითი კონტროლით);

    • ფარისებრი ჯირკვლის ცისტური წარმონაქმნების სკლეროთერაპია (ეთანოლით აბლაცია).

  • პაციენტის ინდივიდუალური პრეოპერაციული დიაგნოსტიკა — „თიროიდული ჯგუფის“ მიერ:

    • ენდოკრინოლოგი;

    • ქირურგი;

    • რადიოლოგი;

    • ციტოლოგი;

    • მორფოლოგი.

  • სტაციონარული სერვისები — ოპერაციული მკურნალობა:

    • ჰემითიროიდექტომია;

    • სრული თიროიდექტომია;

    • სრული თიროიდექტომია ცენტრალური და კისრის ლატერალური ლიმფოდისექციით;

    • ბილატერალური ლიმფოდისექცია;

    • პარათიროიდული ჯირკვლების ამოკვეთა.

  • თირკმელზედა ჯირკვლების ქირურგია — ლაპაროსკოპიული, მცირეინვაზიური ოპერაციები.

  • დიაგნოსტიკა:

    • ლაბორატორიული კვლევები და ფუნქციური ტესტები;

    • ულტრაბგერითი კვლევები (ფარისებრი, პარათირეოიდული ჯირკვლები, საკვერცხეები, მუცლის ღრუს ორგანოები);

    • ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (დინამიური კონტრასტირებით);

    • თირკმელზედა ჯირკვლების კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;

    • ფარისებრი ჯირკვლის საეჭვო წარმონაქმნების ბიოფსია;

    • დენსიტომეტრია.

ჩვენი მიზანია თითოეული პაციენტისთვის შევთავაზოთ ზუსტი დიაგნოსტიკა, ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობა და სრული ზრუნვა ენდოკრინული ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

ნინო გაბიძაშვილი ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ნანა ნაკაიძე ენდოკრინოლოგი
თინა იორდანიშვილი ენდოკრინოლოგი
ანა მიქაბერიძე ენდოკრინოლოგი
ოლგა ვინოგრადსკაია ენდოკრინოლოგი (სერვისი)
სალომე ბულისკერია ენდოკრინოლოგი (სერვისი)
ქეთევან ღიბრაძე ენდოკრინოლოგი (ბარიატრიის გუნდი)
ქრისტინე ამბრიაშვილი უმცროსი ექიმი
ელენე დოპიძე უმცროსი ექიმი
თამარ შერაზადიშვილი დენსიტომეტრიის ტექნიკოსი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian