გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
დერმატო-ვენეროლოგიის აიქონი

დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტი

დერმატო-ვენეროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის კანის, თმის, ფრჩხილების და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ პაციენტებს ჯანმრთელი კანისა და ცხოვრების ხარისხის აღდგენაში.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ არის საერთაშორისო ოქროს სტანდარტად აღიარებული — JCI აკრედიტაციის მქონე კლინიკა, სადაც დერმატო-ვენეროლოგიის დეპარტამენტს წარმოადგენენ გამოცდილი სპეციალისტები: იოსებ კობახიძე და ნინო ადამაშვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დერმატოლოგიური დაავადებების მართვა:

    • ვულგარული აკნე — რეტინოიდური თერაპია და ნაწიბურების პრევენცია;

    • ატოპიური დერმატიტი — ინდივიდუალური სამკურნალო გეგმები;

    • ფსორიაზი — ბიოლოგიური თერაპია და თანამედროვე მართვის მეთოდები;

    • სებორეული დერმატიტი და ჩირქოვანი ჰიდრადენიტი;

    • ვიტილიგო — კალცინევრინის ინჰიბიტორებით და ექსიმერ-ლაზერით მკურნალობა;

    • როზაცეა — ანტიბიოტიკებითა და ადგილობრივი თერაპიით მართვა.

  • პედიატრიული დერმატოლოგია:

    • ჩვილებსა და ბავშვებში კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;

    • ინფანტილური ჰემანგიომა, საფენის დერმატიტი, მოლუსკუმი, ატოპიური დერმატიტი;

    • თანდაყოლილი და გენეტიკური დარღვევები (epidermolysis bullosa, ichthyosis, თანდაყოლილი ნევუსები).

  • კანის დანამატების დაავადებების მართვა:

    • ალოპეცია, ჰირსუტიზმი, სკალპის დარღვევები;

    • ფრჩხილის დაავადებები: ონიქომიკოზი, ფსორიაზი, პარონიქია, ბრტყელი ლიქენი.

  • ინფექციური დერმატოზების მართვა:

    • ვირუსული ინფექციები (ჰერპესი, მოლუსკუმი, HPV);

    • ბაქტერიული ინფექციები (იმპეტიგო, ცელულიტი);

    • პარაზიტული დაავადებები (სკაბიესი, პედიკულოზი);

    • სოკოვანი ინფექციები (ტინეას სხვადასხვა ფორმები, კანდიდოზი).

  • თანამედროვე დიაგნოსტიკა:

    • დერმატოსკოპია — კანის ავთვისებიანი დაზიანებების ადრეული გამოვლენა;

    • კანის ბიოფსია და ჰისტოლოგიური ანალიზი;

    • იმუნოფლუორესცენცია აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკისთვის.

  • ონკოდერმატოლოგია:

    • კიბოსწინარე მდგომარეობების (აქტინური კერატოზი) მართვა და ზედაპირული ავთვისებიანი დაზიანებების კრიოთერაპია.

  • ვენეროლოგია:

    • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, HPV, გენიტალური ჰერპესი);

    • გენიტალური დერმატოზების მკურნალობა.

  • ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებების მართვა:

    • კონტაქტური დერმატიტი და წამლისმიერი რეაქციები;

    • აუტოიმუნური ბულოზური დაავადებების დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობა (პემფიგუსი, ბულოზური პემფიგოიდი, დერმატიტი ჰერპეტიფორმული დიურინგი).

ჩვენი გუნდის მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პროფესიონალური და ინდივიდუალურად მორგებული მომსახურება.

იოსებ კობახიძე დერმატოლოგი
ნინო ადამაშილი დერმატოლოგი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian