გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე
ბარიატრიული ქირურგია

ბარიატრიული ქირურგია

ბარიატრიული ქირურგია არის მედიცინის დარგი, რომელიც მიმართულია ჭარბი წონისა და სიმსუქნით გამოწვეული თანმდევი დაავადებების ქირურგიული მკურნალობისკენ. ასეთი ოპერაციები არა მხოლოდ წონის დაკლებას უწყობს ხელს, არამედ აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს.

ჩვენს კლინიკაში ბარიატრიული მიმართულებას ხელმძღვანელობს კობა სახეჩიძე — გამოცდილი ქირურგი, რომელსაც მხარს უჭერენ პროფესიონალი ბარიატრიული ქირურგები: მალხაზ ჩუბინიძე და არჩილ გოგიჩაშვილი, ასევე ენდოკრინოლოგი ქეთევან ღიბრაძე, ფსიქოლოგი ბაია ბალანჩივაძე და უმცროსი ექიმი გიორგი კუპრაძე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ექიმთან კონსულტაცია — ინდივიდუალური შეფასება, ოპერაციის ტიპის შერჩევა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

  • კუჭის ვერტიკალური რეზექცია (Sleeve Gastrectomy) — კუჭის ზომის შემცირება წონის დასაკლებად;

  • კუჭის Bypass ოპერაცია ერთ ანასტომოზიანი (Mini Gastric Bypass) — საჭმლის გადამუშავების გზის შემცირება და წონის ეფექტური დაკლება;

  • კუჭის Bypass ოპერაცია Roux-en-Y — ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბარიატრიული ოპერაცია, რომელიც ამცირებს საკვების შეწოვას და ხელს უწყობს წონაში კლებას;

  • SADIS ოპერაცია (Single Anastomosis Duodeno-Ileal Bypass with Sleeve Gastrectomy) — კომბინირებული პროცედურა მეტაბოლიზმის გაუმჯობესებისა და ჭარბი წონის შემცირებისთვის;

  • რეოპერაციები ბარიატრიულ ქირურგიაში — საჭიროების შემთხვევაში, წინა ოპერაციების კორექცია ან გაუმჯობესება.

ჩვენი გუნდის მიზანია თითოეული პაციენტისათვის უსაფრთხო, ეფექტური და ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმის შემუშავება.

კობა სახეჩიძე ბარიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი
მალხაზ ჩუბინიძე ბარიატრიული ქირურგი
არჩილ გოგიჩაშვილი ბარიატრიული ქირურგი
ქეთევან ღიბრაძე ენდოკრინოლოგი
ბაია ბალანჩივაძე ფსიქოლოგი
გიორგი კუპრაძე უმცროსი ექიმი
კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian