-
არითმოლოგის კონსულტაცია — გულის რიტმის დეტალური შეფასება და მკურნალობის დაგეგმვა;
-
ელექტროკარდიოგრაფია (EKG) — გულის ელექტრული აქტივობის შეფასება;
-
ჰოლტერის მონიტორინგი (24/48/72 საათი) — გულის რიტმის ხანგრძლივი ჩანაწერი ყოველდღიურ რეჟიმში;
-
ექოკარდიოგრაფია — გულის სტრუქტურისა და ფუნქციის ვიზუალური შეფასება ულტრაბგერით;
-
Tilt Table Test — სინკოპური (გულის წასვლის) ეპიზოდების დიაგნოსტიკა;
-
ელექტროფიზიოლოგიური კვლევა — გულის ელექტრული სისტემის სიღრმისეული ანალიზი;
-
რადიოსიხშირული კათეტერული აბლაცია — არითმიების მკურნალობა ენერგიის სპეციალური ტალღებით;
-
კათეტერული კრიოაბლაცია — გულის ქსოვილების მიზნობრივი გაყინვა არითმიის სამკურნალოდ;
-
ჰისის კონის პერმანენტული პეისმეიკერის ჩანერგვა — ბუნებრივი რითმის აღდგენის თანამედროვე მეთოდი;
-
ერთკამერიანი და ორკამერიანი პეისმეიკერების/რითმის წამყვანების იმპლანტაცია — გულის მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
-
დეფიბრილატორის იმპლანტაცია — სიცოცხლისათვის საშიში არითმიების პრევენცია;
-
მარცხენა წინაგულის ყურის ოკლუდერის (LAAO) ჩანერგვა — ინსულტის რისკის შემცირება აურილაციური ფიბრილაციის მქონე პაციენტებში;
-
პეისმეიკერის ელექტროდების ექსტრაქცია — ძველი ან დაზიანებული მოწყობილობების ამოღება;
-
კანქვეშ იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (S-ICD) — არაინვაზიური სიცოცხლის გადარჩენის ტექნოლოგია;
-
ოპტიმაიზერის იმპლანტაცია — გულის ნაკლებ ფუნქციური მუშაობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობა და მაქსიმალური უსაფრთხოება.