გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე

Referans Medical Group-სა და Cedars-Sinai International-ს შორის მნიშვნელოვანი ბიზნესშეხვედრა გაიმართა

Referans Medical Group-სა და Cedars-Sinai International-ს შორის მნიშვნელოვანი ბიზნესშეხვედრა გაიმართა

Referans Medical Group-სა და Cedars-Sinai International-ს შორის აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი ბიზნესშეხვედრა გაიმართა. შეხვედრა Referans Medical Group-ის სათაო ოფისში გაიმართა და მას  ესწრებოდნენ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი – თეიმურ მუსაიევი, Referans Medical Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ჰანსიარ ბაბაიევი, დელეგაციასთან ერთად, ხოლო Cedars-Sinai International-ს წარმოადგენდა ჰეითამ ჰასუნი – საერთაშორისო ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი, დელეგაციასთან ერთად.

შეხვედრა დაიწყო ახლად გახსნილი Referans Sea Breeze Hospital-ის გაცნობითი ტურით, რის შემდეგაც გაიმართა განხილვა Cedars-Sinai International-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

1902 წელს დაარსებული Cedars-Sinai აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი არაკომერციული სამედიცინო დაწესებულებაა და, საერთაშორისო მასშტაბით, აღიარებულია სამედიცინო ინოვაციების, სამეცნიერო კვლევებისა და პაციენტზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის მომსახურების მიმართულებით.

ეს სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია American Hospital Tbilisi-ს საერთაშორისო თანამშრომლობის, გლობალური ჯანდაცვის სტანდარტების, კლინიკური სრულყოფილებისა და საქართველოსა და კავკასიის რეგიონში თანამედროვე სამედიცინო სერვისების უწყვეტი განვითარების მიმართულებით ერთგულების გასაძლიერებლად.

გაზიარება:

მსგავსი ბლოგები:

კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 16:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian