პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხის პროგრამა
ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტის უსაფრთხოების უწყვეტი განვითარების მხარდამჭერი ჩარჩო წარმოადგენს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც დაწესებულების საქმიანობის ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას. აღნიშნული მიდგომა მოიცავს:
- ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტის უსაფრთხოების პროგრამაში დეპარტამენტების ჩართულობასა და მონაწილეობას;
- ობიექტური, დადასტურებული მონაცემების გამოყენებას პროცესების ეფექტურობის შესაფასებლად;
- მონაცემებისა და შესადარებელი მაჩვენებლების (benchmarks) ეფექტურ გამოყენებას პროგრამის ფოკუსირებისთვის;
- იმ ცვლილებების განხორციელებასა და შენარჩუნებას, რომლებიც იწვევს გაუმჯობესებას.
ხარისხის მართვის პროგრამას ხელმძღვანელობს ხარისხის დირექტორი. ხარისხის მართვისა და ხარისხის გარანტიის უზრუნველყოფა „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“. ყველა იმ აქტივობის ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა, რომელიც უკავშირდება ხარისხს, რისკების მართვას და პაციენტის უსაფრთხოებას ჰოსპიტალში; იმ გუნდის ხელმძღვანელობა, რომელიც ავითარებს, ახორციელებს და ინარჩუნებს მაღალი დონის ჯანდაცვის ხარისხს როგორც შიდა, ისე გარე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად; პაციენტზე ზრუნვის პროცესისა და პაციენტთა კმაყოფილების სისტემურ მონიტორინგის ხელმძღვანელობა. პასუხისმგებელობა პაციენტზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ორიენტირებული პროგრამების დაგეგმვაზე და განხორციელებაზე, რაც მოიცავს გარემოზე ზრუნვის (Environment of Care) სისტემის შეფასებასა და გაუმჯობესებას. ასევე, ორგანიზაციული პოლიტიკების, პროგრამებისა და პროცედურების ანალიზის, ფორმულირებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. შესრულების გაუმჯობესებაზე მიმართული ყველა ინიციატივის ხელმძღვანელობა, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფას მოქმედ რეგულაციურ სტანდარტებთან და შესაბამის საკანონმდებლო/სარეგულაციო ორგანოებთან. კლინიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობა, პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სისტემურ დონეზე შედეგების ოპტიმიზაციის მიზნით. დაწესებულების ხარისხზე და ასევე პაციენტთა უსაფრთხოებასა და რისკების მართვის პროგრამებზე პასუხისმგებლობა, პაციენტთა უსაფრთხოებასა და ზიანის შემცირებაზე განსაკუთრებული აქცენტით. უსაფრთხოების კულტურის განმტკიცების მხარდაჭერა ორგანიზაციის ყველა დონეზე და მის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ CQO-ს სამსახურებრივ აღწერილობაში).
JCI აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად ხარისხის პროგრამის დასანერგად AHT-მ შექმნა სპეციალური გუნდი, რომელიც შედგება სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან. თითოეულ JCI თავს ხელმძღვანელობს მისთვის გამოყოფილი პასუხისმგებელი წევრი (Chapter Leader).
ხარისხის პროგრამის გუნდი ჩართულია აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებულ ყველა აქტივობაში, მათ შორის პოლიტიკების, პროცედურებისა და პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში, პერსონალის სწავლებისა და განვითარებაში.
ხარისხის პროგრამა ახორციელებს ტრენინგ პროგრამებს თანამშრომლებისთვის, რომლებიც შეესაბამება მათი როლებს ხარისხის გაუმჯობესების და პაციენტის უსაფრთხოების პროცესში. ჰოსპიტალი იყენებს ტრენინგის მრავალ მეთოდს, მათ შორის სასწავლო მასალებს, პრეზენტაციებს, ვიდეოტრენინგებს, ცოდნის შემოწმების კითხვარებს და სხვას.
ტრენინგები აკმაყოფილებს აკრედიტაციისა და რეგულაციური სტანდარტების ყველა მოთხოვნას.
ხარისხის პროგრამის გუნდი ასევე ეხმარება მონაცემების შეგროვების პროცესს ჰოსპიტალში — ფორმების შექმნაში, შესაგროვებელი მონაცემების იდენტიფიცირებასა და მონაცემთა ვალიდაციის მეთოდების განსაზღვრაში.ხარისხის პროგრამა უზრუნველყოფს კოორდინაციასა და მხარდაჭერას დეპარტამენტების/ სერვისების ლიდერებთან, იმისათვის რომ მათ გამოიყენონ ერთნაირი საზომები მთელ ჰოსპიტალში და განსაზღვრონ საავადმყოფოს გაუმჯობესების პრიორიტეტები.
ხარისხის გუნდი პასუხისმგებელია ხარისხთან დაკავშირებული საკითხების რეგულარულ კომუნიკაციაზე ჰოსპიტლის მთელ პერსონალთან.
მაჩვენებლების შერჩევა და მონაცემთა შეგროვება
კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლები უზრუნველყოფენ მაჩვენებლების შერჩევის პროცესის მხარდაჭერას მთელი საავადმყოფოს მასშტაბით და კოორდინაციას უწევენ გაზომვებთან დაკავშირებულ აქტივობებს.
მაჩვენებლები შერჩეულია მმართველი გუნდის მიერ და მოიცავს კლინიკურ და მენეჯერულ დონეზე ყველა მიმართულებას, დეპარტამენტსა და სერვისს.
მაგალითად, ფარმაციის, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის და ინფექციური დაავადებების დეპარტამენტები ადგენენ პრიორიტეტებს ანტიბიოტიკების მოხმარების შემცირების კუთხით. ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების პროგრამა მნიშვნელოვნად ეხმარება ამ დეპარტამენტების, იმისათვის რომ მოხდეს გაზომვის საერთო მიდგომების შეთანხმება და მოხდეს შერჩეულ მაჩვენებლებზე მონაცემების შეგროვების პროცესის მხარდაჭერა.
პროგრამა ასევე უზრუნველყოფს გაზომვასთან დაკავშირებული ყველა აქტივობის ინტეგრაციას ჰოსპიტლის მასშტაბით, მათ შორის უსაფრთხოების კულტურისა და არასასურველი მოვლენების ანგარიშგების სისტემების საზომების .გაზომვების სისტემების ინტეგრაცია შესაძლებლობას ქმნის ერთიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და გაუმჯობესებების განხორციელებისთვის.
მონაცემთა შეგროვება დაფუძნებულია ჰოსპიტლის შიდა საინფორმაციო სისტემაზე. მათი შეგროვება ხორციელდება ოპერაციული პროცესების განმავლობაში ყველა იმ თანამშრომლების მიერ, რომელთაც აკისრიათ მონაცემთა შეგროვებისა და შენახვის ფუნქცია. ანალიზს ახორციელებს სპეციალურად გაწვრთნილი ხარისხის გუნდი. გაზომვების შედეგები სისტემატურად გადაეცემა შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და განყოფილებებს, ხოლო ანგარიშგება მმართველობის გუნდთან ხდება ყოველკვარტალურად, მმართველ ორგანოსთან კი – ყოველწლიურად.
ხარისხის დეპარტამენტი მოიცავს კლინიკური ხარისხის გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტის შედეგებისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის პროცესების მონიტორინგზე.
ჰოსპიტალში დანერგილია კლინიკური ხარისხის მაჩვენებლები, რომლებიც გამოიყენება პაციენტის შედეგებისა და კლინიკური საქმიანობის შესაფასებლად.
კლინიკური ხარისხის გუნდი აკვირდება აღნიშნულ მაჩვენებლებს და განიხილავს მათ კლინიკურ პერსონალთან ერთად, იდენტიფიცირებას უკეთებს კლინიკურ პროცესებში არსებულ ხარვეზებს და ყოველდღიურად ადგენს პრიორიტეტებს გაუმჯობესებისათვის.
გუნდი ასევე აკვირდება პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან, აკრედიტაციის სტანდარტებთან და შიდა პოლიტიკასთან.
სამედიცინო მომსახურების სტანდარტიზაციისთვის ჰოსპიტალი იყენებს დოკუმენტებს: კლინიკური პრაქტიკის გზამკვლევები და მოვლის რუკები (Clinical Practice Guides, Care Maps).
კლინიკური პრაქტიკის გზამკვლევები და მოვლის რუკები;
- დოკუმენტები მომზადებულია ჰოსპიტლის მისიასა და პაციენტთა პოპულაციის თავისებურებების შესაბამისად;
- მისი ვარგისობა დადგენილია მეცნიერულად;
- განახლება ხორციელდება საჭიროებისამებრ, ტექნოლოგიური პროგრესის, წამლებისა და სხვა რესურსების გათვალისწინებით;
- დამტკიცებას და დანერგვას ახორციელებს ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების კომიტეტი;
- ეფექტიანობის თვალსაზრისით, კლინიკური პრაქტიკის გზამკვლევებსა და მოვლის რუკებს სისტემატურად აკვირდება კლინიკური ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების კომიტეტი;
- პერსონალს უტარდება შესაბამისი ტრენინგები აღნიშნული დოკუმენტების გამოყენების შესახებ;
ყოველწლიურად, კლინიკური პრაქტიკის გზამკვლევები და მოვლის რუკები ხელმეორედ გადის განხილვას და განახლებას ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების კომიტეტის მიერ.