გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე

განმარტება პაციენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი

შპს “ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქ”; ს/კ: (402154342)

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია
E-mail: info@ahtbilisi.com
Tel: + 032 2 009 009

მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძველი

საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ჩვენ მიერ პაციენტთა პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ სამედიცინო მომსახურების მიღების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის.
კლინიკა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ამუშავებს, თუ არსებობს შემდეგი საფუძველი:

  • მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გასაცემად

  • მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტბის ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში, მათ შორის სოციალური უზრუნველყოფის სისტემისა და მომსახურების მართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის კონკრეტული უფლებების განსახორციელებლად

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად

მონაცემთა მოწოდების სავალდებულოობა

იმისათვის, რომ კლინიკამ შეძლოს პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, აუცილებელია მოხდეს პაციენტის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო მონაცემების დამუშავება.
ასევე, ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, ხდება პაციენტის სამედიცინო ისტორიის წარმოება, რომელიც მოიცავს პაციენტის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას.

მონაცემთა მიმღებების კატეგორიები

მესამე პირები, კერძოდ:

  • პროფესიული მომსახურების მომწოდებლები

  • სახელმწიფო, მარეგულირებელი ორგანოები

  • მომსახურების ან მისი ნაწილის დამფინანსებელი პირები

  • სამართალდამცავი ორგანოები

  • სხვ. კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული დაწესებულებები

მონაცემთა შენახვის ვადა

პაციენტის შესახებ მონაცემები ინახება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის შესაბამისად:

  • ამბულატორიული ისტორია — მონაცემების დაარქივებიდან 5 წლის ვადით

  • სტაციონარული ისტორია — 15 წლის ვადით

პაციენტის უფლებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად

პაციენტს აქვს:

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება

  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

  • მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება

  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის, განადგურების ან/და დაბლოკვის უფლება

  • მონაცემთა გადატანის უფლება

  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები

  • თანხმობის გამოხმობის უფლება

  • გასაჩივრების უფლება

თქვენი უფლებების რეალიზების მიზნით, გთხოვთ განცხადებით მიმართოთ კლინიკის კანცელარიას, ამავე შენობის მე-4 სართულზე.

პაციენტის უფლების შეზღუდვა

პაციენტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად.

მონაცემთა უსაფრთხოება

კლინიკის მიერ მიღებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია: მარიამ გოხიძე
📞 Tel: 557 93 90 63
📧 E-mail: pdpo@ahtbilisi.com

გაქვს კითხვები?

ჩვენი გუნდი მალე გიპასუხებთ, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება

კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian