დანერგვის პროცესი
აკრედიტაციის დანერგვის პროცესში, ჰოსპიტალში განვითარდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საოპერაციო სისტემები და სტანდარტები, მათ შორის, პაციენტების უსაფრთხოების საერთაშორისო მიზნები. პაციენტების მკურნალობის, მოვლისა და მონიტორინგის თანამედროვე პრინციპები. პაციენტზე ორიენტირებული სერვისები, მათ შორის პაციენტის უფლებები, პაციენტის განათლება და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების პრინციპები. მედიკამენტების მართვის უნიკალური და უსაფრთხო სისტემები. ხარისხის გაუმჯობესების, რისკების მართვისა და მონაცემთა ანალიტიკის თანამედროვე ინსტრუმენტები. ინფექციის პრევენციისა და კონტროლის უმაღლესი სტანდარტები.
აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩართული იყო ჰოსპიტალის თითოეული თანამშრომელი და დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის საფუძველზე, უზრუნველყოფილი იქნა ჩვენი პაციენტებისათვის მაღალი ხარისხის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
JCI აკრედიტაციის მიღებით ამერიკული ჰოსპიტალი უზრუნველყოფს პაციენტების, მათი ოჯახების, მარეგულირებელი და დამფინანსებელი ორგანიზაციების სანდოობის ამაღლებას.
საერთაშორისო Joint Commission International (JCI) აკრედიტაციის მიღება ჰოსპიტალს აძლევს მრავალმხრივ სარგებელს პაციენტების უსაფრთხოებისა და ორგანიზაციული მართვის მიმართულებით. ანიჭებს გლობალურ ცნობადობას სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ორგანიზაციული სრულყოფილების მიმართულებით.