პროფ. ზაზა ციციშვილი

“ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ზაზა ციციშვილი, ხანგრძლივი სამუშაო პრაქტიკის მანძილზე მუდმივად ითვისებდა თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდებს, რათა ყოველთვის ჰქონოდა შესაძლებლობა პაციენტისათვის საუკეთესო მომსახურება შეეთავაზებინა. ის მუშაობდა ქირურგად გერმანიისა და ჩეხეთის ჰოსპიტლების გინეკოლოგიურ დეპარტამენტში, ხშირად მონაწილეობს პროფესიულ კონგრესებსა და კონფერენციებში. ზაზა ციციშვილი საქართველოს ონკოლოგ-გინეკოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2019 - 2021
ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი კავკასიის სამედიცინო ცენტრში;
2011- დღემდე
მოწვეული პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი;
2007
ქირურგი - ჩარლის უნივერსიტეტი, პრაღის მე-2 სამედიცინო სკოლა და ქ. მოტოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფო;
2006
კლერმონტ ფერანდის უნივერსიტეტის საავადმყოფოს პოლიკლინიკა და სამშობიარო სახლი;
2015-2021
გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „New Vision” საუნივერსიტეტო კლინიკაში;
2013-2015
გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარტინ აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრში;
2005-2013
გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თბილისის კიბოს ცენტრში;
2004
ქირურგი DIAKO კლინიკის გინეკოლოგიის დეპარტამენტში. (ბრემენი, გერმანია);
2003-2005
ქირურგი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის გინეკოლოგიური დეპარტამენტში;
2001-2003
ქირურგი კიბოს ნაციონალური ცენტრის გინეკოლოგიის დეპარტამენტში;
1999-2001
ასისტენტი კიბოს ნაციონალური ცენტრის გინეკოლოგიის დეპარტამენტში.

განათლება

1999-2001
ონკოლოგიის სასტიპენდიო პროგრამა კიბოს ეროვნული ცენტრის გინეკოლოგიის დეპარტამენტში;
1992-1999
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ასოციაცია

ESGO
GSGO-ს დამფუძნებელი
GSGO-ს ვიცე-პრეზიდენტი
GFC-ს ვიცე-პრეზიდენტი

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.