პროფ. ცისმარი გათენაძე

ასოცირებული პროფესორი ცისმარი გათენაძე ორიენტირებულია თანამედროვე, მინიინვაზიურ პროცედურებზე პლასტიკურ ქირურგიაში. მას პრაქტიკა ისრაელში აქვს გავლილი და მრავალი პუბლიკაციის ავტორია.

სრულფასოვნების შეგრძნება, ქალის ჯანმრთელობის აუცილებელი ელემენტია, რაზეც „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ზრუნავს.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2021-დღემდე
ონკოგინეკოლოგი, „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“;
2019-2021
გინეკოლოგი, „ბათუმის სამედიცინო ცენტრი“, ქ. ბათუმი;
2019 - დღემდე
მიწვეული პედაგოგი-ლექტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ბათუმი;
2018-დღემდე
მიწვეული კონსულტანტი, ონკოგინეკოლოგი, „ბათუმის სამშობიარო სახლი“, ქ. ბათუმი;
2017-2019
გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - BAU, ქ. ბათუმი;
2015 - დღემდე
მიწვეული კონსულტანტი, გინეკოლოგი, „ბათუმის სამედიცინო საზღვაო ცენტრი“, ქ. ბათუმი;
2013-დღემდე
მიწვეული კონსულტანტი, ონკოგინეკოლოგი, დავით გაგუას სამედიცინო ცენტრი;
2013-დღემდე
მიწვეული კონსულტანტი, ონკოგინეკოლოგი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“;
2002-2013
ონკოგინეკოლოგი, კიბოს ეპიდემიოლოგიის, პრევენციისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრი, ქ. ბათუმი.

განათლება

2020-დან დღემდე
ასოცირებული პროფესორი, უნივერსიტეტი „ნიუ ვიჟენ“;
2010
დოქტორის აკადემიური ხარისხი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2000-2002
ასპირანტურა ონკოლოგიაში, პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;
1999-2001
კლინიკური ორდინატურა მეან/გინეკოლოგიაში, აკადემიკოს მეჩნიკოვის სახელობის სამედიცინო აკადემია, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;
1992-1999
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.