მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წარმატებული კარდიოლოგი თეა თორდია ახლა უკვე „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ (AHT) კარდიოლოგია. წლების მანძილზე, ჩართული იყო, როგორც ჰოსპიტალურ და კლინიკურ აქტივობებში, ასევე კომპლექსური პაციენტების მართვაში, მულტიდისციპლინალურ გუნდთან ერთად. თეა თორდია ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ასევე „გულის უკმარისობის ასოციაციის“ წევრია.
2013-2014 წლებში, თეა თორდიამ გაიარა ექოკარდიოგრაფიის კურსი ისრაელში, ქალაქ ხაიფაში, ტექნიონის სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე, „ლედი დევის კარმელის სამედიცინო ცენტრში“.
ამბობს, რომ მისთვის, როგორც ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო განკურნებული და მადლიერი პაციენტის ღიმილია. თვლის, რომ ექიმობა მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების გზაა, რომელიც სწავლისადმი თავდადებით იწყება, უწყვეტი განათლების პროცესით გრძელდება და ყველაზე მთავარს - პერსონალური პასუხისმგებლობის გრძნობას მოიცავს პაციენტების მიმართ.