გასტროენტეროლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი თამარ მეგრელიშვილი ათწლეულებია პაციენტებზე ზრუნავს. მუდმივად ინოვაციების ძიებაშია და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს ამკვიდრებს. 1982 წლიდან დღემდე „ თსსუ ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის“ ასოცირებული პროფესორი და სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელია. ასევე, თამარ მეგრელიშვილი არის პოლიკლინიკური გაერთიანების „კროლმედიკალ კორპორეიშენის“ კონსულტანტი გასტროენტეროლოგ-ჰეპატოლოგისა და ინფექციონისტის რანგში.