როინ რეკვავა

კარდიოლოგიური დაავადებები მსოფლიოში ფატალური შემთხვევების ყველაზე ხშირი მიზეზია. ეს ფაქტი და სპეციალობაში დახელოვნების სურვილი გახდა იმის მიზეზი, რომ როინ რეკვავამ მრავალი პრაქტიკა გაიარა  აშშ-ის, ევროპისა და რუსეთის წამყვან კლინიკებში. მან ისწავლა საუკეთესო სპეციალისტებისგან და თავად იქცა საუკეთესოდ. როინ რეკვავა „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ გულის რითმის მართვისა და ელექტროფოზიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის  არაერთი პროფესიული საზოგადოების წევრია, მათ შორის: ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ექიმების ამერიკული კოლეჯის, გულის რითმის ევროპული და ქართული საზოგადოებების, ყაზახეთის კარდიოლოგთა ასოციაციის, ასევე, ყაზახეთის არითმოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. როინ რეკვავა „აბრეშუმის გზის გულის რითმის საზოგადოების“ პრეზიდენტია, რომელიც აზიის რვა ქვეყანას აერთიანებს. ის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს, როგორც დამწყებ, ასევე კვალიფიციურ ექიმებს. 

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
გულის რითმის მართვისა და ელექტროფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2017-დღემდე
„აბრეშუმის გზის გულის რითმის საზოგადოების“ პრეზიდენტი;
2013-2021
არითმოლოგიისა და გულის ელექტროფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „კარდიოლოგიისა და შინაგანი დაავადებების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“ (ყაზახეთი);
2012-2013
არითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი“;
2012-2013
არითმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, „ნ.ბოხუას სახ. სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი“;
2010
ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის კარდიოლოგი, ელექტროფიზიოლოგი (მოსკოვი, რუსეთი);

განათლება

2012-დღემდე
PHD მედიცინის დოქტორის პროგრამა;
2010-2011
ტრენინგ-კურსი გულის კლინიკურ ელექტროფიზიოლოგიაში, „ემორის საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ატლანტა, აშშ);
2006-2010
ასპირანტურა კარდიოლოგიასა და ინვაზიურ არითმოლოგიაში, „ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრი“, (მოსკოვი, რუსეთი);
2004-2006
ორდინატურა კარდიოლოგიაში - ბაკულევის კარდიოვასკულური ქირურგიის სამეცნიერო ცენტრი (მოსკოვი, რუსეთი);
1998-2004
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“.

ასოციაცია

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება
ექიმთა ამერიკული კოლეჯი
ევროპის გულის რითმის საზოგადოება
საქართველოს გულის რითმის საზოგადოება
ყაზახეთის კარდიოლოგთა ასოციაცია
რუსეთის კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის, არითმოლოგიისა და გულის რეციკრონიზაციის საზოგადოება
აბრეშუმის გზის გულის რითმის საზოგადოება
ყაზახეთის არითმოლოგთა ასოციაცია

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.