განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და პოზიტივით სავსე მედიცინის დოქტორი, რომელმაც ცხოვრება პროფესიულ განვითარებას მიუძღვნა, მარტივად დაგამახსოვრებთ თავს! ნევროლოგი ნინო გზირიშვილი, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ტრენინგები, ვორქშოფები თუ კონფერენციები საკუთარი უნარების ამაღლებაში ეხმარება, ამიტომ ის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილებას მუდმივად ეცნობა. საკვალიფიკაციო პროგრამები ეპილეფტოლოგიასა და ეპილეფსიის პრექირურგიულ დიაგნოსტიკაში მან მსოფლიოს წამყვან ცენტრებში გაიარა. პროფესიული გამოცდილება აიმაღლა გერმანიის, აშშ-ის, თურქეთის და დიდი ბრიტანეთის სასწავლო-სამედიცინო ცენტრებში. საკუთარ გამოცდილებას ის სტუდენტებსაც დიდი ენთუზიაზმით უზიარებს. ნინო გზირიშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ პროფესორი და ლექტორია. ჯანდაცვის ადმინისტრირების სპეციალისტი სამეცნიერო სტატიების ავტორიცაა.