ნინო ბოგვერაძე

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმი რადიოლოგი, ნინო ბოგვერაძე არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორია ევროპის წამყვან რადიოლოგიურ და ონკოქირურგიულ ჟურნალებში. მართალია, ჯერ მხოლოდ ათწლიანი სამუშაო სტაჟი აქვს, მაგრამ ამ ხნის მანძილზე, საკმაოდ სერიოზული ცოდნა და გამოცდილება შეიძინა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებში. საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის გარდა, ნინო ბოგვერაძე ევროპის სხვადასხვა პრესტიჟული საზოგადოებებისა და ასოციაციების წევრია. ამბობს, რომ ნებისმიერი გამოწვევა ღირსეულად უნდა მიიღო და ბევრი იშრომო, შედეგები კი თავად იტყვიან სათქმელს.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
რადიოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2020-დან დღემდე
მკვლევარი, ნიდერლანდების ონკოლოგიის ინსტიტუტი, ამსტერდამი; PhD კანდიდატი სიმსივნეების ინოვაციურ დიაგნოსტიკასა და თერაპიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები;
2020
მკვლევარი ონკოლოგიურ რადიოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტში, ნიდერლანდების ონკოლოგიის ინსტიტუტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები;
2019-2021
რადიოლოგი, აკ. თოდუას სამედიცინო ცენტრი;
2018
კლინიკური პრაქტიკა ონკოლოგიურ რადიოლოგიაში, „Guy’s and St. Thomas’ NHS Foundation Trust “, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო;
2017
კლინიკური პრაქტიკა ონკოლოგიურ რადიოლოგიაში, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკა, ჰაიდელბერგი, გერმანია;
2014-2019
ექიმის ასისტენტი, რადიოლოგი, აკ. თოდუას სამედიცინო ცენტრი;
2012-2014
უმცროსი ექიმი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში.

განათლება

2020-დან დღემდე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატი მაასტრიხტის უნივერსიტეტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები;
2019
კომპიუტერული ტომოგრაფიის სუბსპეციალიზაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
2017-2018
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სუბსპეციალიზაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკ. თოდუას სამედიცინო ცენტრი;
2014-2017
რეზიდენტურა რადიოლოგიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკ. თოდუას სამედიცინო ცენტრი;
2006-2012
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ასოციაცია

ევროპის გასტრო-ინტესტინალური რადიოლოგიის ასოციაციის ახალგაზრდა საზოგადოების კომიტეტის წევრი;
ევროპის რადიოლოგთა ასოციაცია;
ევროპის ონკოლოგიური რადიოლოგიის საზოგადოება;
ევროპის ჰიბრიდული ვიზუალიზაციის ასოციაცია;
საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.