ნიკა ნიქაბაძე

ნიკა ნიქაბაძე „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ მთავარი ჰოსპიტალისტია, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ფსიქიატრი. მას გადამწყვეტი როლი ენიჭება ქრონიკული პათოლოგიებით დასნეულებული ადამიანების გამოჯანმრთელების პროცესში. ნიკამ, მისი ასაკისთვის უჩვეულოდ, დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილება უწყვეტი პრაქტიკითა და სწავლით დააგროვა. „დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტში“ სწავლის პერიოდში პრაქტიკა ნევროლოგიაში გერმანიაში გაიარა, ხოლო ზოგადი ქირურგიის პრაქტიკა - ლიტვაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რეზიდენტურა გაიარა შინაგან მედიცინასა და ფსიქიატრიაში „Klinikum Lüdenscheid“-ის ჰოსპიტალში, გერმანიაში. 2019 წელს აიღო ლიცენზია, როგორც შინაგან მედიცინაში, ასევე - ფსიქიატრიაში. ნიკა ნიქაბაძე კითხულობს სალექციო კურსს პათოლოგიასა და ფარმაკოლოგიაში, ასევე ფსიქიატრიასა და შინაგან მედიცინაში.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ფსიქიატრი და შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2020-2021
შინაგანი მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“;
2018-2020
ჰოსპიტალისტი და ფსიქიატრი, „თბილისის ცენტრალური ჰოსპიტლის“ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი;
2016-2018
ასისტენტ-ექიმი ფსიქიატრიასა და შინაგან მედიცინაში, „Klinikum Lüdenscheid“, (გერმანია/ლიუდენშაიდი);
2013-2015
ექიმი, კლინიკა „ლაიფმედის“ ონკოლოგიის დეპარტამენტი;
2012-2015
ექიმი, „ბავშვთა ახალი კლინიკა“ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი;
2011-2013
ქირურგის ასისტენტი „Klaipeda Jurininku Clinic“-ის ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში (კლაიპედა, ლიტვა).

განათლება

2017
ქირურგის ასისტენტი „Klaipeda Jurininku Clinic“-ის ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში (კლაიპედა, ლიტვა);
2011
პრეჰოსპიტალური ტრამვის დროს სიცოცხლის მხარდაჭერა - კურსი;
2010
პრაქტიკა ნევროლოგიაში „universitätsklinikum des saarlandes“-ში (ჰამბურგი, გერმანია);
2007-2012
დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი „აიეტი“.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.