„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ენდოკრინოლოგი ნანა ნაკაიძე ყოველთვის ფიქრობდა, რომ მედიცინა არის ის წერტილი, სადაც მეცნიერება მკაფიოდ იკვეთება ადამიანთან. მაშინაც, როცა სამედიცინო სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამდა, კარგად ჰქონდა გააზრებული საკუთარი მიზნები, რამაც ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად აქცია. უკრაინასა და საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების შემდეგ ის მუდმივად იღრმავებს პროფესიულ უნარებს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრეინინგებში მონაწილეობით. გავლილი აქვს კლინიკური პრაქტიკა ენდოკრინოლოგიაში, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში, თურქეთში. ნანა ნაკაიძე არის ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE) წევრი, ასევე დიაბეტის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASD) წევრი.