მზია ქავთარაძე

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გუნდს ბავშვთა ნევროლოგი, მზია ქავთარაძე შემოუერთდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში აიმაღლა კვალიფიკაციის კურსი ნევროლოგიაში, პედიატრიულ ნევროლოგიაში, ასევე ეპილეფსიის მკურნალობასა და მართვაში. არის ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის, ევროპის ეპილეფსიის აკადემიისა და გელაძის სახელობის საქართველოს ეპილეფსიის წინააღმდეგ ბრძოლის ლიგის წევრი, 2008 წლიდან კი ვიდეო-ეეგ-ის სპეცილიასტია. წლების მანძილზე, მზია ქავთარაძე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მულტიპროფილურ კლინიკებში და აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. არის რამდენიმე სახელმწიფო გაიდლაინი-პროტოკოლის თანაავტორი ბავშვთა ნევროლოგიაში. „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ უმთავრესი პრინციპია, შექმნას უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის და თითოეული მათგანის საჭიროებიდან გამომდინარე, შესთავაზოს უახლესი სამედიცინო სერვისი იმიტომ, რომ აქ დაგხვდებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი - თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!

სამუშაო გამოცდილება

2022-დან დღემდე
ბავშვთა ნევროლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2017-დღემდე
ბავშვთა ნევროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი და ვიდეო ეეგ-ის სპეციალისტი, ივ. ბოკერის სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი;
2008
ვიდეო ეეგ-ის სპეციალისტი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო;
1990-2017
მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო;
1988-1989
ინტერნატურის კურსი ბავშვთა მულტიპროფილურ კლინიკაში „რესპუბლიკა“.

განათლება

2001
პედიატრიული ნევროლოგიის კურსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია;
2000
კვალიფიკაციის კურსი ნევროლოგიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია;
1982-1988
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.