ირაკლი პაიჭაძე ერთ-ერთია, ვინც საქართველოში კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქს ინექციების თანამედროვე ტექნოლოგიები დაამკვიდრა. ოპერაციული ჩარევის გარეშე, ჭარბ წონასთან ბრძოლის ეს მეთოდი დღეს საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. მან პოსტდიპლომური განათლება (კლინიკური ორდინატურა) ქალაქ კიევში გაიარა. ქირურგი-ენდოსკოპისტი ირაკლი პაიჭაძე გარდა კლინიკური საქმიანობისა, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ენდოსკოპიური მიმართულების ხელმძღვანელობას ითავსებს. კლინიკის ენდოსკოპიურ სამსახურში იგეგმება ყველა დიაგნოსტიკური და სამკურნალო ენდოსკოპიის წარმოება, მათ შორის გასტროინტესტინალური ტრაქტის ნაადრევი სიმსივნეების დიაგნოსტიკა ყველა თანამედროვე საერთაშორისო ენდოსკოპიური კლასიფიკაციის გათვალისწინებით და მათი ენდოსკოპიური მკურნალობა. ირაკლი პაიჭაძემ კარგად იცის, რომ მიზნების მისაღწევად მხოლოდ თანამედროვე ტექნიკა და მაღალკვალიფიციური პერსონალი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორი მენეჯმენტი იმისთვის, რომ თითოეულმა პაციენტმა საუკეთესო მომსახურება მიიღოს. ამ ყველაფერს კი ის ლიდერის საუკეთესო თვისებებით აღწევს.