პროფ. ირაკლი ავაზაშვილი

მედიცინის დოქტორსა და სრულ პროფესორ ირაკლი ავაზაშვილს 40 წელზე მეტი კლინიკური, პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილება აქვს. ის „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმი რენტგენოლოგია. ამბობს, რომ სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირების დროს, რადიოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ მეთოდის გარეშე კლინიცისტები დიაგნოზს ვერ დასვამენ. ულტრათანამედროვე აპარატურის საშუალებით, ექიმ რადიოლოგებს კლინიკური სიმპტომების ვიზუალიზაციის შესაძლებლობა აქვთ. როგორც თავად განმარტავს, კლინიცისტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ამა თუ იმ დაავადებაზე ეჭვი აქვთ, რენტგენოლოგები კონკრეტულ დაავადებას აბსოლუტური სიზუსტით ხედავენ. ირაკლი ავაზაშვილმა პოსტდიპლომური სწავლება რენტგენოლოგიაში რუსეთსა და ბელორუსში გაიარა. წლებია პროფესორი ირაკლი ავაზაშვილი რეზიდენტურას ხელმძღვანელობს „რადიოლოგიაში“, არის ავტორი გამოგონების - „მსხვილი ნაწლავის პირობითი ფართობის მოცულობისა და პერიმეტრის განსაზღვრის მეთოდი“. ის ასევე 25 სამეცნიერო სტატიის და სტუდენტებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორია. ირაკლი ავაზაშვილი საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრია.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
რადიოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2013-დღემდე
ექიმი რადიოლოგი, რენტგენოლოგი, „ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა”;
2012
რეზიდენტურის ხელმძღვანელი რადიოლოგიაში, „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია”;
1998-2006
რენტგენოლოგიის კათედრის დოცენტი, „თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი”;
1996-1998
კათედრის პროფესორი;
1992-1996
კათედრის გამგე;
1991-1992
კათედრის დოცენტი;
1988-1991
კათედრის ასისტენტი;
1990
ექსპერტი რენტგენოლოგი, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”;
1985-1988
კათედრის უფროსი ლაბორანტი;
1981-1985
ექიმი თერაპევტი, „რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” მედიკო-სანიტარული ნაწილი.

განათლება

1985-1990
პოსტდიპლომური დახელოვნება, რენტგენოლოგია, „ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი“ (მოსკოვი);
1975-1981
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.