იოსებ კობახიძე

30 წლიანი სტაჟის მქონე დერმატო-ვენეროლოგი სოსო კობახიძე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ თავისი ახალგაზრდა გუნდით შემოუერთდა. ის არ ნიშნავს ზედმეტ წამლებს და გამოკვლევებს, რაც, სამწუხაროდ, ხშირია დღევანდელ საქართველოში. არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ უკვე წლებია, პაციენტების დასახმარებლად ტელემედიცინას მიმართავს. თვლის, რომ ევროპისა და მსოფლიოს სიახლეები საქართველოშიც პარალელურად უნდა დაინერგოს. ის აქტიურადაა ჩართული საქართველოსა და მსოფლიოს დერმატო-ვენეროლოგთა კონფერენციებში - როგორც მონაწილედ, ასევე სესიების თანათავმჯდომარედ. 2020წ. კი პორტუგალიაში, ლისაბონის მე-3 საერთაშორისო კონგრესს თავად თავმჯდომარეობდა. სოსო კობახიძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტია, არის თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საერთაშორისო გაერთიანების IUSTI-ის მმართველი საბჭოს წევრი. 2021 წლიდან კი საქართველოს წარმომადგენელია ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიაში (EADV). სოსო კობახიძე პედიატრიული დერმატო-ვენეროლოგიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტიცაა. არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი და ევროპული სახელმძღვანელოს თანაავტორი.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
დერმატო-ვენეროლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
დღემდე
ექიმი, კლინიკა „მედი პრივე“, „ჩაჩავას კლინიკა“, „ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა“, „დავით-აბულაძის სახელობის ქართულ-იტალიური კლინიკა“;
From 1998
სხვადასხვა კლინიკების კონსულტანტი, დერმატო-ვენეროლოგი - კლინიკა „კურაციო“, „მედიქლაბჯორჯია“, სამედიცინო ცენტრი „ციტო“, „მედინვესტი - ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი“, „მედიჰელფი“, სამედიცინო ცენტრი „ჯეოსვისი“;
1997-2008
დირექტორი, კლინიკა „დევკო“;
1996-1997
მიწვეული ექიმი, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (ლოზანა, შვეიცარია);
1993-1996
განყოფილების გამგე, „თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერი“;
1992-1993
ექიმი-სპეციალისტი საქართველოს შინაგანი ჯარები.

განათლება

1993-1994
დერმატო-ვენეროლოგია „ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი“;
1986-1992
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“.

ასოციაცია

ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის ბორდის წევრი;
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ევროპის მმართველი საბჭოს წევრი;
თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის თავჯდომარე;
საქართველოს პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.