იოსებ დუშაშვილი

იოსებ დუშაშვილთან შეხვედრისთანავე მიხვდებით, რომ მისი დინჯი ხასიათის მიღმა ის მტკიცე გადაწყვეტილებები იმალება, რომელიც ოცდასამწლიანი უწყვეტი განვითარებით და პროფესიული ზრდითაა განპირობებული. იოსებ დუშაშვილი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. თბილისში მიღებული სამედიცინო განათლების შემდეგ  სხვადასხვა წამყვან ჰოსპიტალში მუშაობისას მის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა  ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მიდგომების დანერგვა, რაც ხორციელდება ასევე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“.  აქვს ევროპაში (გერმანიაში) მიღებული გამოცდილებაც. „ ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“  მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების  დეპარტამენტი, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების და თავის ტკივილის ერთეული. იოსებ დუშაშვილი ასევე  უძღვება სხვა ნევროლოგიური დარღვევების ამბულატორიულ და სტაციონარულ განყოფილებებს.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2017- 2021
ნევროლოგიური სამსახურის უფროსი, „ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“;
2015-2017
ექიმი ნევროლოგი , შპს „ნიუჰოსპიტალსი“;
2010-2015
შ.პ.ს. „მედიქლაბჯორჯია’’, მონიტორინგის ჯგუფების გადაუდებელი დახმარების ექიმი;
2009
ექიმი ნევროლოგი, შპს „სამგორიმედი“;
2004-2006
მონიტორინგის ჯგუფის ექიმი შპს „IMSS“ - ეუთოს მისია საქართველოში;
1999-2005
ექიმი ნევროლოგი შპს „ნეიროექსპრესი“;
1998-2005
ექიმი ნევროლოგი, „სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტი“.

განათლება

2021
კლინიკური ელექტროფიზიოლოგია, ელექტრონეირომიოგრაფია, „პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსტიტუტი“;
2002
სასწავლო კურსი ნევროლოგიაში, IFNS (ნევროლოგიურ საზოგადოებათა ევროპული ფედერაცია);
2001
სახელმწიფო სერთიფიკატი ნევროლოგიაში;
1996-1997
ინტერნატურა ნევროლოგიაში, „პეტრე სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიის ინსიტიტუტი“;
1990-1996
„თბილისის სამედიცინო აკადემია“

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.