გიორგი ობგაიძე

ადამიანის ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ორთოპედ-ტრავმატოლოგებზე. სახსრების ასაკობრივი დაზიანებები, მოულოდნელი ტრავმები, მოტეხილობები - ადამიანების სასიცოცხლო ფუნქციებს ამცირებს. ამ დროს პაციენტები გადაუდებელ ვიზიტს ყველაზე სანდო და გამოცდილ ექიმთან გეგმავენ. ასეთია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ობგაიძე. თვლის, რომ ყველაზე რთული პაციენტისთვისაც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ძალიან მოკლე დროში ენდოპროტეზირებითაც შესაძლებელია. პაციენტების ნდობა და სიყვარული მან თავდაუზოგავი შრომით მოიპოვა. 13-წლიანი სამედიცინო კარიერის მანძილზე, უამრავი რთული ოპერაცია აქვს ჩატარებული. მათ შორის ართროსკოპიული ოპერაციები მუხლის, იდაყვის, მხრის, სხივ-მაჯის, მენჯ-ბარძაყის, კოჭ-წვივის სახსრებზე, ასევე ოპერაციები ღია წესით კიდურების ყველა სეგმენტზე, ხერხემალზე, მენჯის ძვლებზე, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება, მუხლის სახსრის პროტეზირება და ა.შ. გიორგი ობგაიძემ კვალიფიკაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აიმაღლა, კერძოდ - თურქეთში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და იტალიაში. მსხვილი სახსრების ენდოპროტეზირების კურსს ის მიუნხენში, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების მასტერ-კლასს კი ლონდონში დაეუფლა.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2019-2021
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, „ევექსი“;
2015-2020
ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა“;
2008-2021
ტრავმატოლოგ-ორთოპედი, შპს „ტრავმატოლოგი“.

განათლება

2015
ევროპის რევმატოლოგთა კონგრესი (რომი, იტალია);
2014
ართრექს ართროლაბის ართროსკოპიის კურსი (მიუნხენი, გერმანია);
2013
მსხვილი სახსრების ენდოპროტეზირების კურსი (მიუნხენი, გერმანია);
2010
მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირების მასტერ-კლასი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი);
2009-2010
სპორტული ორთოპედიის დეპარტამენტი, ანკარას უნივერსიტეტი (თურქეთი);
2008
ზაარბრიუკენის ცენტრალური კლინიკა (გერმანია);
2004-2008
სს „ტრავმატოლოგი“, პოსტდიპლომური განათლების პროგრამა, უმცროსი ექიმი;
2002
„ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკა“, ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განყოფილება, ართროსკოპიის მიმართულება (ანკარა, თურქეთი);
1997-2003
სტაჟიორი, „ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრალური ინსტიტუტი“;
1997-2003
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.