გიორგი კენჭაძის პროფესიონალიზმის იმედი ბევრ პაციენტს აქვს. როგორც თავად ამბობს, ეს ყველა ექიმისთვის მოტივაციასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა, რაც უწყვეტ განვითარებას მოითხოვს. გიორგი კენჭაძის სამედიცინო კარიერა ოც წელზე მეტს ითვლის და მრავალფეროვანი გამოცდილებებითაა დატვირთული. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სერტიფიცირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი მიიღო და გაიარა პრაქტიკული სწავლება თურქეთის უნივერსიტეტში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში. ზოგადი და სისხლძარღვთა ქირურგიის უნარები კი გერმანიაში, ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში აიმაღლა. არის სისხლძარღვთა ქირურგიის ევროპული და ქართული საზოგადოებების წევრი. წლებია საკუთარ მდიდარ გამოცდილებას ის მომავალ ექიმებსაც უზიარებს.