ელენე როსტიაშვილი გახსნის დღიდან „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ენერგიულობა, დეტალებზე ორიენტირებისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფად გამორკვევის უნარი, მდიდარ გამოცდილებასთან ერთად, მას დაკისრებული მოვალეობების უმაღლესი ხარისხით შესრულებაში ეხმარება.