თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლიკა ნამგალაძემ სწავლა განაგრძო ა.ბაკულევის სახელობის რუსეთის სამეცნიერო გულ-სისხლძარღვთა ქირურგიული ცენტრის კლინიკურ ორდინატურაში, კარდიოლოგის სპეციალობით. წლების განმავლობაში, ლიკა ნამგალაძე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სემინარებსა და ტრენინგებში საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში, ხოლო კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა იტალიაში. 2016 წლიდან, ის ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდის წევრია.