თსსუ-ის ტრავმა-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირველ რიგში, სწავლებაზე და საქართველოში თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე არის ორიენტირებული. ექიმს პოსტდიპლომური სწავლება ევროპის წამყვან ქვეყნებში აქვს გავლილი. ის ხშირად თანამშრომლობს უცხოელ კოლეგებთან და დასავლეთის საუკეთესო სპეციალისტებთან, რაშიც „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ კონცეფცია განსაკუთრებულად უწყობს ხელს.