თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლალი ბუღაძემ სწავლა განაგრძო სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო პედიატრიულ აკადემიაში, სადაც ზოგადი ორდინატურის სრული კურსი გაიარა პედიატრიაში, ხოლო მოგვიანებით - ალერგოლოგია-იმუნოლოგიაში. ამის შემდეგ, ლალი ბუღაძე ევროპის რესპირატორული ასოციაცია - ESDL-ის სპირომეტრიის სკოლაშიც სწავლობდა. არის მედიცინის აკადემიური დოქტორი და 5 სამეცნიერო სტატიის ავტორი. წლების მანძილზე, მუშაობდა, როგორც სანკტ-პეტერბურგის, ასევე - საქართველოს წამყვან, მულტიპროფილურ კლინიკებში. პარალელურად, მონაწილეობდა და მოხსენებებით გამოდიოდა ადგილობრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებსა და კონგრესებში. 2020 წელს, ევროპის რესპირაციული აკადემია - ERS-ის კონგრესზე, რეფერატების კონკურსში გაიმარჯვა.