ხატია დათუნაშვილი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკლუტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ხატია დათუნაშვილმა სწავლა ჯერ შპს „დენტივერი XXI“-ში, თერაპიული სტომატოლოგიის სპეციალობით განაგრძო, ხოლო შემდეგ - წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკურ საავადმყოფოში - ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით. წლების მანძილზე, ხატია დათუნაშვილი მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა, მრავალპროფილურ კლინიკებში. პარალელურად, აქტოირად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში. 2018 წელს, ბერლინ-ჰემში, ტრენინგის - „ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში“ სრული კურსი გაიარა.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
ყბა-სახის ქირურგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2020-დან დღემდე
ყბა-სახის ქირურგი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო;
2020-დან დღემდე
ბავშვთა და მოზრდილთა ყბა-სახის ქირურგი, ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი;
2019 - დღემდე
ყბა-სახის ქირურგი, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი;
2018-დღემდე
ყბა-სახის ქირურგი, პედიატრიული „პრივატ-კლინიკა“;
2018-დღემდე
ყბა-სახის ქირურგი, წმ.მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო;
2018-დღემდე
ყბა-სახის ქირურგი, პირველი სამედიცინო ცენტრი;
2012-დღემდე
ექიმი სტომატოლოგი-თერაპევტი, წმ.მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო;
2008-2012
ექიმი სტომატოლოგი-თერაპევტი, „შპს დავინჩი“;
2006-2008
უმცროსი ექიმი, „შპს დავინჩი“;
2002-2006
ექიმის ასისტენტი, „შპს უნივერსალდენტი“.

განათლება

2015-2018
ყბა-სახის ქირურგია, წმ.მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო;
2006-2008
თერაპიული სტომატოლოგია, „შპს დენტივერი XXI“;
2001-2006
სტომატოლოგია, გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.