პროფ. გიორგი ანჩაბაძე

რუსეთში მიღებული სამედიცინო განათლების შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე, ჯერ სწავლობდა და შემდგომში მუშაობდა რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კორონარული კარდიოქირურგიის განყოფილებაში. მისი ავტორობით გამოიცა 30 სამეცნიერო და ორი სამეცნიერო-დისერტაციული ნაშრომი. ის გახლავთ მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი. 2014 წლიდან დღემდე, გიორგი ანჩაბაძე, ლევან ქარაზანიშვილის კარდიოქირურგიული გუნდის წევრია. „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ საოპერაციო სივრცე აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით - თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!

სამუშაო გამოცდილება

2022
კარდიოქირურგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2014-2018
კარდიოქირურგი, ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორი“;
2011-2013
ექიმი, თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკა, კარდიოქირურგიული განყოფილება;
2002-2011
ექიმი-რეანიმატოლოგი, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია;

განათლება

2010-2011
ასპირანტურა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია;
2008-2010
კლინიკური ორდინატურა სპეციალობით - ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია;
2004-2008
ასპირანტურა სპეციალობით - გულ-სისხლძარღვთა ქირურგია;
2002-2004
კლინიკური ორდინატურა სპეციალობით - გულ-სისხლძარღვთა ქირურგია, რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია;
1996-2002
სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტის სრული კურსი, ქ.მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია.

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.