დოდონა ახვლედიანი

დოდონა ახვლედიანი - კარდიოლოგი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გუნდს კარდიოლოგი, დოდონა ახვლედიანი შემოუერთდა. დოდონა ახვლედიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო კარდიოლოგიის მიმართულებით მოსკოვში, რუსეთის ეროვნულ სამეცნიერო სამედიცინო უნივერსიტეტში. კვალიფიციკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა დროს იმყოფებოდა იტალიაში - „სან გაუდენციოს“ სახელობის კლინიკაში, თურქეთში - ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და „19 მაისის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოზრდილთა ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის კუთხით, კვალიფიკაცია აიმაღლა და ექოკარდიოლოგის სპეციალიზაციით ხარისხი მიიღო. დოდონა ახვლედიანს კარდიოლოგად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - 2016 წლიდან, ის ლევან ქარაზანაშვილის კარდიოქირურგიული გუნდის წევრია. მუშაობის პარალელურად, მუდმივად მონაწილეობდა საერთაშორისო ტრენინგებში, კონგრესებსა და კონფერენციებში. დოდონა ახვლედიანი ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წევრია.

სამუშაო გამოცდილება

17.01. 2022 - დღემდე
კარდიოლოგი, ექოკარდიოლოგი, კარდიოქირურგიის დეპარტამენტი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
01.04.2022 - დღემდე
მიწვეული ლექტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ;
01.01.16-02.08.2018
კარდიოლოგი, კარდიო და ანგიოქირურგიული დეპარტამენტი, ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევის კლინიკა „ჰელსიკორი“.
10.03.17-01.12.2018
კარდიოლოგი, ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი, მცხეთის სამედიცინო ცენტრი;
01.09.18-17.01.22
კარდიოლოგიური საბჭოს მდივანი, ევექსის სამედიცინო კორპორაცია;
01.10.20-01.03.21
კარდიოლოგი, ექოკარდიოლოგი, კარდიოქირურგიის დეპარტამენტი, კავკასიის სამედიცინო ცენტრი, ევექსის სამედიცინო კორპორაცია
01.07.2019-17.01.22
კარდიოლოგიური საბჭოს მდივანი, ევექსის სამედიცინო კორპორაცია
01.01.21-01.02.21
COVID-19-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ივანე ბოკერიას რეფერალური ჰოსპიტალი, ევექსის სამედიცინო კორპორაცია;
01.10.2020-17.01.22
ლექტორი „ზრდასრულთა ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის პროგრამაში“ კარდიოლოგებისა და რეზიდენტებისთვის, ევექსის სამედიცინო კორპორაცია;

განათლება

02.2018 – 05.2018
ზრდასრულთა ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის პროგრამა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
2013-2015
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამა კარდიოლოგიაში, რუსეთის ეროვნული კვლევითი სამედიცინო უნივერსიტეტი (რუსეთი, მოსკოვი);
2007-2013
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ასოციაცია

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი
საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.