პროფ. ბადრი გვასალია

სმოლენსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კლინიკური სტაჟირება გაიარა ამავე აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე, ხოლო მოგვიანებით - კლინიკური ორდინატურა უროლოგიაში, SSMA-ს უროლოგიის კათედრაზე, რასაც მოჰყვა სტაჟირება ზოგად უროლოგიაში, გერმანიაში, მიუნჰენის კლინიკაში. ბადრი გვასალია, შვიდი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა რუსეთის ანდროლოგთა ასოციაციას, ამჟამად კი მამაკაცთა რეპროდუქციის ასოციაციის თანათავმჯდომარეა. საერთაშორისო პრესაში მას, როგორც ავტორსა და თანაავტორს, 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. გარდა ამისა, უნიკალური ქირურგიული ტექნიკისთვის, დაჯილდოებულია საერთაშორისო ოქროს მედლით. რაც მთავარია, დღემდე, ბადრი გვასალიას გაკეთებული აქვს 7000-ზე მეტი უროლოგიური და ანდროლოგიური ოპერაცია.

სამუშაო გამოცდილება

2022-დან დღემდე
უროლოგი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი;
2005-2011
რუსეთის ანდროლოგთა პროფესიული ასოციაციის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელი
2019 - დღემდე
„მამაკაცების რეპროდუქციის სპეციალისტთა ლიგის“ თანათავმჯდომარე.
2019 - დღემდე
უროლოგიის კათედრის პროფესორი, მოსკოვის სტომატოლოგიური სამედიცინო უნივერსიტეტი;

განათლება

1995
სმოლენსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის (SSMA) სამედიცინო ფაკულტეტი.
1995-1996
კლინიკური ინტერნატურა ქირურგიაში სსმას ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე.
1996-1998
კლინიკური ორდინატურა უროლოგიაში, სსმა უროლოგიის კათედრაზე.
2003
სტაჟირება ზოგად უროლოგიაში მიუნხენის კლინიკაში, გერმანია.
2004
დისერტაცია თემაზე: „პოსტოპერაციული გართულებების დასიკვდილიანობის პროგნოზირება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისქირურგიულ მკურნალობაში“.
2005-2012
სტაჟირება რეკონსტრუქციულ უროლოგიაში და გენიტალურ ქირურგიაში , ამ მიმართულების მსოთლიოს წამვან კლინიკებში(მილანი, მადრიდი, ლონდონი, არეცო, ბარი, ჰამბურგი, ბელგრადი, ბარსელონა)

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.