AHT, ჰოსპიტლიდან გაუსვლელად, პაციენტებს სთავაზობს ყველა იმ სპეციალისტის მომსახურებას, რომელიც ჩართულია მათ მომზადებასა და შემდგომ მართვაში. ტრანსპლანტაციის გუნდი ხელმძღვანელობს უახლესი გაიდლაინებითა და პროტოკოლებით. გარდა ამისა, ტელემედიცინის საშუალებით, ხდება რთული ქეისების ერთობლივი განხილვა უცხოელ კოლეგებთან ერთად. ყველა პაციენთან ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომა, რათა გართულებების რისკი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
„ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ტარდება დონორ-ნეფრექტომიები, ლაპაროსკოპიული მეთოდით, რაც უზრუნველყოფს პოსტოპერაციული გართულებების მინიმუმამდე დაყვანას და პაციენტის ადრეულ რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ დონორები შეიძლება იყვნენ, როგორც პაციენტის ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე – ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამიანები (მეგობარი, გულშემატკივარი).
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ უმთავრესი პრინციპია, შექმნას უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის და, თითოეული მათგანის საჭიროებიდან გამომდინარე, შესთავაზოს უახლესი სამედიცინო სერვისი. აქ დაგხვდებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი – თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!
ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.