25-27 ნოემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მტევნისა და მაჯის საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ორდღიან კონგრესს, რომელიც დუბაიში ჩატარდა, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ორთოპედიული ცენტრის ტრავმატოლოგ-ორთოპედი, დავით ზაქრაძე მონაწილეობდა. საერთაშორისო კონგრესს თავმჯდომარეობდა მედიცინის დოქტორი ხალიდ ალავადი, რომელიც პროფესიით ხელის პლასტიკური ქირურგია და რაშიდის ჰოსპიტლის ხელისა და მიკროქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო კონგრესის საპატიო სტუმარი იყო მტევნის ქირურგიის სკანდინავიური საზოგადოება. სამეცნიერო კომიტეტმა კი მოამზადა საინტერესო პროგრამა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მოიცავდა, როგორც სალექციო და სასწავლო კურსებს, ასევე კადავერულ სემინარებსა და სესიებს. დუბაის მტევნისა და მაჯის საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, დავით ზაქრაძე წარსდგა მოხსენებით, თემაზე: „თავისუფალი სისხლძარღვოვანი გრაფტის გამოყენება ნავისებური ძვლის შეუხორცებელი მოტეხილობების დროს“
დუბაის საერთაშორისო კონგრესს დაესწრნენ მტევნისა და მაჯის ქირურგები; ორთოპედი ქირურგები; პლასტიკური ქირურგები; ტრავმატოლოგები; სპორტული მედიცინის ექიმები; გადაუდებელი მედიცინის ექიმები; ორთოპედი რეზიდენტები და ორთოპედი ექთნები, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ასევე გალფის რეგიონის ქვეყნებიდან.