თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს წამყვან, მულტიპროფილურ კლინიკებში. მუშაობის პარალელურად, წარმატებით გაიარა სტაჟირება თურქეთში. გულისხმიერი, ერთგული, თავისი საქმის პროფესიონალი და თითოეული პაციენტის იმედი - ასეთია ელზა აფრიამაშვილი. „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ უმთავრესი პრინციპია, შექმნას უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის და თითოეული მათგანის საჭიროებიდან გამომდინარე, შესთავაზოს უახლესი სამედიცინო სერვისი.