ბოლო 19 წლის განმავლობაში, დავით ზაქრაძე საქართველოს სხვადასხვა წამყვან კლინიკასა თუ ტრავმატოლოგიურ ცენტრში მუშაობდა. მისი ქვესპეციალობა მტევნის ქირურგიაა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ის გამოწვევებით არის სავსე. AHT-ის უახლესი ტექნოლოგიები კი თანამედროვე მეთოდების გამოყენების საშუალებას აძლევს, მათ შორის მცირე სახსრების ართროსკოპიის, რაც არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც იშვიათია.