„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გუნდს ოტორინოლარინგოლოგი არჩილ წულაძე შემოუერთდა. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში. ამავდროულად, პოსტდიპლომური სწავლებით, ვითარდებოდა საზღვარგარეთ, მათ შორის გერმანიაში. ახლახან გაიარა პირ-ხახის ქირურგიის პრაქტიკა თურქეთში. ის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა და თავ-კისრის ქირურგთა საზოგადოების თანადამფუძნებელია. გამოცდილი და ენერგიული ექიმი, თავის გუნდთან ერთად, თითოეულ პაციენტზე ორიენტირებულ სერვისს უზრუნველყოფს.