თეა თორდია

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, წარმატებული კარდიოლოგი თეა თორდია ახლა უკვე „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ (AHT) კარდიოლოგია. წლების მანძილზე, ჩართული იყო, როგორც ჰოსპიტალურ და კლინიკურ აქტივობებში, ასევე კომპლექსური პაციენტების მართვაში, მულტიდისციპლინალურ გუნდთან ერთად. თეა თორდია ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ასევე „გულის უკმარისობის ასოციაციის“ წევრია.
2013-2014 წლებში, თეა თორდიამ გაიარა ექოკარდიოგრაფიის კურსი ისრაელში, ქალაქ ხაიფაში, ტექნიონის სამედიცინო ფაკულტეტის ბაზაზე, „ლედი დევის კარმელის სამედიცინო ცენტრში“.
ამბობს, რომ მისთვის, როგორც ექიმისთვის ყველაზე დიდი ჯილდო განკურნებული და მადლიერი პაციენტის ღიმილია. თვლის, რომ ექიმობა მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების გზაა, რომელიც სწავლისადმი თავდადებით იწყება, უწყვეტი განათლების პროცესით გრძელდება და ყველაზე მთავარს - პერსონალური პასუხისმგებლობის გრძნობას მოიცავს პაციენტების მიმართ.

სამუშაო გამოცდილება

2021-დღემდე
კარდიოლოგი, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“;
2014-2021
კარდიოლოგი, ექოკარდიოგრაფიის კაბინეტი, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“.
2013-2014
ექოკარდიოგრაფიის კურსი კარმელის კლინიკაში, რეზიდენტურა, ხაიფა, ისრაელი;
2005-2013
ალადაშვილის სახელობის საუნივესიტეტო კლინიკა, კარდიოლოგი.

განათლება

2012
ნებადართული სუბსპეციალობა ექოკარდიოგრაფია;
2005
ნებადართული სპეციალობა კარდიოლოგია;
2002-2005
რეზიდენტურა კარდიოლოგიაში;
1992-1999
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ასოციაცია

ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი

ვიზიტის დაჯავშნა

ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.