„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ გუნდის წევრი, მედიცინის დოქტორი ირაკლი პაპასქუა, გარდა ქირურგიული საქმიანობისა, სხვადასხვა სოციალურ აქტივობებსაც ეწევა, იმისთვის, რომ საქართველოში თითოეულ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს გათვითცნობიერებული ჯანსაღი ცხოვრების წესში. ქირურგი-ფლებოლოგი, ონკოლოგ-მამოლოგი, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი და კოსმეტოლოგი ირაკლი პაპასქუა საქართველოს ანგიოქირურგთა ასოციაციის მოქმედი წევრია, არის ასევე რუსეთის ფედერაციის ფლებოლოგთა, ონკოლოგთა, კოსმეტოლოგიისა და პლასტიკური ქირურგიის ასოციაციების მოქმედი წევრიც. ის მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. აქვს გავლილი კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ონკოლოგიაში, ზოგად ქირურგიაში, კოსმეტოლოგიაში, ასევე ესთეტიკურ მედიცინაში.