ყველა ასაკის ქალებსა და მამაკაცებში საშარდე სისტემის პრობლემების, ასევე მამაკაცის სასქესო და გამრავლების ორგანოების პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც გეგმურ, ასევე გადაუდებელ მომსახურებას.
პრიორიტეტულია მინიმალურ-ინვაზიური ქირურგიული ჩარევები, რაც პაციენტს აძლევს საავადმყოფოში დაყოვნების დროის შემცირების და სწრაფი რეაბილიტაციის საშუალებას. კლინიკაში ტარდება ყველა სირთულის ლაპაროსკოპიული ოპერაცია ონკოლოგიური და არაონკოლოგიური უროლოგიური დაავადებების გამო; ბევრი მათგანი პირველად საქართველოში და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში სწორედ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარდა.
უროლოგიური დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის :
ყველა ასაკის ქალებსა და მამაკაცებში საშარდე სისტემის პრობლემების, ასევე მამაკაცის სასქესო და გამრავლების ორგანოების პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც გეგმურ, ასევე გადაუდებელ მომსახურებას.
პრიორიტეტულია მინიმალურ-ინვაზიური ქირურგიული ჩარევები, რაც პაციენტს აძლევს საავადმყოფოში დაყოვნების დროის შემცირების და სწრაფი რეაბილიტაციის საშუალებას. კლინიკაში ტარდება ყველა სირთულის ლაპაროსკოპიული ოპერაცია ონკოლოგიური და არაონკოლოგიური უროლოგიური დაავადებების გამო; ბევრი მათგანი პირველად საქართველოში და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში სწორედ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარდა.
უროლოგიური დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის :
State-of-art services offered by the Department is further made possible by the available high-technology equipment. Some of the notable examples are:
როგორ მოვემზადოთ უროლოგთან ვიზიტისთვის?
უროლოგთან კონსულტაციის დაჯავშნა შეგიძლიათ ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით ჩვენი ქოლ-ცენტრის მეშვეობით სატელეფონო ნომრით... + 995 32 2 009-009.
უროლოგის საქმიანობა მოიცავს მამაკაცის სასქესო და გამრავლების ორგანოების და ქალისა და მამაკაცის საშარდე სისტემის პრობლემებს. ამ პრობლემთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მიღებაში სწორედ უროლოგის კონსულტაცია გეხმარებათ. ამასთანავე, რეგულარული ვიზიტი თქვენთვის უკვე ნაცნობ უროლოგთან გეხმარებათ უფრო თამამად განიხილოთ ისეთი საკითხები, რომლებზეც საუბარს შესაძლოა უხერხულად თვლიდეთ.
რა უნდა მქონდეს თან უროლოგთან ვიზიტისას?
უროლოგთან დაგეგმილი ვიზიტისას თან უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობა და, საჭიროების შემთხვევაში, დაზღვევის დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია წარმოადგინოთ ექიმთან ვიზიტამდე ჩატარებული ყველა გამოკვლევის დოკუმენტაცია, მაგალითად, ლაბორატორიული ანალიზების შედეგები, რადიოლოგიური კვლევების სურათები და დასკვნები.
ასევე სასურველია ხელთ გქონდეთ ვიზიტამდე ჩატარებული მკურნალობის (ოპერაციები, მედიკამენტების დანიშნულება) დოკუმენტაცია. ბუნებრივია, ყველა პაციენტს უამრავი შეკითხვა უჩნდება ექიმთან ვიზიტის დროს. ამიტომ შეგიძლიათ წინასწარ შეადგინოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვების სია, რათა ექიმთან შეხვედრისას არ გამოგრჩეთ რომელიმე მათგანი.
როგორ მოვემზადოთ ექიმის მიერ დანიშნული გამოკვლევებისთვის?
უროლოგთან ვიზიტის დაგეგმვისას მზად იყავით, რომ შესაძლოა დაგჭირდეთ სხვადასხვა გამოკვლევის და ანალიზის გაკეთება. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:
შარდის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კვლევაა, რომელიც ინიშნება უროლოგთან ვიზიტისას. ზოგჯერ, ანალიზის სარწმუნოობისთვის შესაძლოა ექიმმა გთხოვოთ დილის პირველი შარდის ნიმუშის შეგროვება.
მამაკაცებში დიგიტალური რექტალური გასინჯვა ექიმის მიერ პროსტატის ზომის, ფორმის და სიმკვრივის შეფასებაა სწორი ნაწლავის არხის გზით. ექიმმა შეიძლება ის შემოგთავაზოთ თუ თქვენი ჩივილები უკავშირდება პროსტატის ჯირკვალს ან ეჭვია პროსტატის ავთვისებიან დაავადებაზე. გასინჯვა სულ 1-2 წუთს გრძელდება, თუმცა შესაძლოა გარკვეული ფიზიკური დისკომფორტი გამოიწვიოს.
მენჯის გასინჯვა უროლოგს შესაძლოა დასჭირდეს შარდის შეუკავებლობის მქონე ქალების შეფასებისას. ის ისევე ტარდება, როგორც გინეკოლოგიური გასინჯვა სპეციალურად მოწყობილ სავარძელზე.
ურეთრის გამონადენის ანალიზი მამაკაცის შარდსადენის ან სასქესო ორგანოების შესაძლო ინფექციის გამოსავლენად კეთდება. ანალიზის საიმედოობისთვის სასურველია, რომ მის აღებამდე არ გქონდეთ მოშარდული დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ანალიზი გულისხმობს სპეციალური წვრილი ჩხირის შარდსადენ მილში შეტანას და მიღებული მასალის შემდგომ ლაბორატორიულ გამოკვლევას. ანალიზის აღება ძალიან სწრაფად ხდება, თუმცა ზოგჯერ ის არაკომფორტული შეიძლება იყოს.
სისხლის ანალიზი შესაძლოა დაგჭირდეთ თუ უროლოგმა გადაწყვიტა, მაგალითად, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) ან თირკმლის ფუნქციის ლაბორატორიული ანალიზების (კრეატინინი, შარდოვანა) შეფასება. ექიმი თავად გეტყვით როგორ თუ იქნება საჭირო ამ ანალიზებისთვის რაიმე მომზადება (მაგალითად, უზმოზე ყოფნა).
რადიოლიოგიური კვლევები უროლოგს ხშირად სჭირდება მუცლის და მენჯის რეგიონების სხვადასხვა პრობლემის შესაფასებლად. შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ ექოსკოპიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექიმი თავად განგიმარტავთ როგორ უნდა მოემზადოთ კვლევისთვის და რა მოლოდინები უნდა გქონდეთ.
ექიმთან ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. ჩვენი ქოლ-ცენტრი უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ.