ჩვენ შესახებ
“ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ ქალაქის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (US Interna- tional Development Finance Corporation (DFC, ყოფილი OPIC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა. არსებობს შეთანხმება აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის, სადაც დაინტერესებულ მხარეებად წარმოდგენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების სამედიცინო, სამეცნიერო კვლევითი ინტერესების მატარებელი არაერთი სასწავლებელი თუ ინსტიტუცია.
2011-2015 წლებში მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფომ პირდაპირი მიყიდვის წესით გასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თბილისის ცენტრში, დ. უზნაძის 58 / უ. ჩხეიძის 17 ნომერში განთავსებული, უძრავი ქონება (ყოფილი სამედიცინო დაწესებულები), რითაც გამოხატა ნება და ინტერესი ძველი კლინიკების ადგილზე ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ჰოსპიტალის ამოქმედების თაობაზე. თანხმობის ერთ-ერთი პირობა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 18 მილიონი დოლარის ინვესტირება გახლდათ. რეალურად კი, “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” საერთო ღირებულება და შესაბამისად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია გასცდა 50 მილიონ აშშ დოლარს.
სამედიცინო პერსონალი
0+
საწოლების რაოდენობა
0
სამედიცინო მიმართულება
0+
ოპერაცია ყოველწლიურად
0+
ჩვენი მისია
25 000 მ2-ზე გაშენებული, “ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი” ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. სწორედ ამით, პროექტს გააჩნია ამბიცია – საქართველოს სამედიცინო მომსახურების რუკაზე შეიტანოს ცვლილება.
ჩვენი მისიაა ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტებით, მედიცინის უკანასკნელი მიღწევებით, ინოვაციებით და შევქმნათ პაციენტზე ორიენტირებული მომსახურება. ამასთან, ვისწავლოთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და თან ცოდნა გავავრცელოთ. შესაბამისად, მომავალს ასე ვხედავთ – დავეხმაროთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ევოლუციაში, პაციენტების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზით და გავხდეთ საიმედო სერვისის მიმწოდებლები.
ერთ-ერთი ამბიციური განაცხადია ჩვენი მიდგომაც კონცეფციისადმი. კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა სპეციალიზებული ცენტრების (ექსელენს ცენტრები) მეშვეობით, სადაც ადგილს იკავებს:
• გულის ცენტრი
• ნეირო-მეცნიერებათა ინსტიტუტი
• ტრავმა-ორთოპედიის ცენტრი
• მცირე ინვაზიური ქირურგიის ცენტრი
ტრანსპლანტაციის ცენტრი
ცენტრებს სათავეში უდგანან ქართული მედიცინის უმაღლესი კლასის პროფესიონალები. სწორედ მათი ჩართულობით, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკასთან, რაც არა მხოლოდ ქართულ მედიცინას, არამედ ზოგადად პროფესიას ჰპირდება დიდ მიღწევებს მედიცინის მეცნიერებაში.