ტექნოლოგიები
AHT საოპერაციო სივრცეები
დახვეწილი დიზაინი და საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტები ერთ სივრცეში!
- ჰაერის ლამინარული ნაკადის მართვის თანამედროვე სისტემა იყენებს დაღმავალი ჰაერის ზონირებულ და ცალმხრივ მიწოდებას, რათა, დადებითი წნევის/ზეწოლის საშუალებით, გაწმინდოს სამუშაო გარემო პოტენციური დამბინძურებლებისგან;
- შუშის კედლები უძლებს ქიმიურ დეზინფიცირებას, მდგრადია კოროზიის მიმართ და იცავს საოპერაციო სივრცეს ნებისმიერი სახის დამბინძურებლისგან;
- საოპერაციო სივრცეები აღჭურვილია „ჭკვიანი“ ინტეგრირებული ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას და ხარისხიანი სერვისის მიწოდებას;
- ჰერმეტული კარი საოპერაციო სივრცეში უზრუნველყოფს თბოიზოლაციას და უმაღლესი ჰიგიენური ნორმების დაცვას;
AHT-ს მიზანია იქცეს იმედის სიმბოლოდ ქართულ მედიცინაში. ჩვენ ვაერთიანებთ პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აჭღურვილ გარემოში, თქვენი ჯანმრთელობის სრულყოფისთვის!