ხშირად დასმული კითხვები
ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია შემდეგი არხებით:
– დარეკვით ნომერზე 032 2 009 009
– ონლაინ ბმულის საშუალებით
– სოციალური მედიის საშუალებით – Facebook და Instagram
დიახ, AHT-ს აქვს საკუთარი მიწისქვეშა პარკინგი, რომლის სარგებლობა პირველი 2 საათის განმავლობაში უფასოა.
ანალიზის პასუხების ნახვა შეგიძლიათ ჰოსპიტლის პაციენტის პორტალზე, რომლის ბმულს იღებთ კლინიკიდან ან რეგისტრაციის დროს.
ჰოსპიტალიზაცია ხდება ექიმის დანიშნულებით. პაციენტი რეგისტრირდება ჰოსპიტალში, შემდეგ გადადის შესაბამის განყოფილებაში და ეწყობა საჭირო კვლევები და მკურნალობა.
საერთაშორისო პაციენტებისთვის მოქმედებს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც კოორდინაციას უწევს მკურნალობის პროცესს და ეხმარება თარჯიმნებით, დოკუმენტაციის მომზადებითა და სხვა საკითხებით.