გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე

კოლორექტალური სიმსივნეები

კოლორექტალური სიმსივნეები

კოლორექტალური სიმსივნეები

კოლორექტალური ანუ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო არის მესამე, ყველაზე გავრცელებული კიბო მსოფლიოში, რომელიც დიაგნოზირებულია, როგორც მამაკაცებში, ასევე – ქალებში. 

2023 წელს, კოლორექტალური კიბოს დიაგნოზი, დაახლოებით, 153 020 ზრდასრულ ადამიანს დაუდგინდა!

153 020 ახალი შემთხვევა ზოგადი ციფრია, აქ შედის მსხვილი ნაწლავის კიბოს 106 970 ახალი შემთხვევა (54 420 – მამაკაცი და 52 550 – ქალი) და სწორი ნაწლავის კიბოს 46 050 ახალი შემთხვევა (27 440 – მამაკაცი და 18 610 – ქალი). მთელ მსოფლიოში, კოლორექტალური კიბო მესამე, ყველაზე მეტად დიაგნოსტირებული კიბოა. 

2023 წელს, კოლორექტალური კიბოს დიაგნოზით, უკვე 52 550 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის, 28 470 – მამაკაცი და 24 080 – ქალი! 

კოლორექტალური კიბოს გადარჩენის მაჩვენებელი

არსებობს სხვადასხვა ტიპის სტატისტიკა, რომელიც ექიმებს ეხმარება, შეაფასონ მსხვილი ნაწლავის კიბოსგან გამოჯანმრთელების შანსი, რასაც გადარჩენის სტატისტიკას უწოდებენ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კოლორექტალური კიბოს მქონე ადამიანების გადარჩენის მაჩვენებლების სტატისტიკა მხოლოდ სავარაუდოა. ეს სტატისტიკა აღწერს ტენდენციებს იმ ადამიანთა ჯგუფებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ იგივე დაავადება, მათ შორის, დაავადების სპეციფიკური სტადიები.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორექტალური კიბოს გადარჩენის ხუთწლიანი შედარებითი მაჩვენებელი 65%-ია!

სამწუხაროდ, პაციენტების დაახლოებით 22% დიაგნოზირებულია გვიან ეტაპზე, თუმცა პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სახის სიმსივნე, რაც გავრცელდა მსხვილი, ან სწორი ნაწლავიდან ფილტვებსა და ღვიძლში, ამ სიმსივნეების ქირურგიული მოცილების შედეგად, შესაძლოა, აღმოიფხვრას კიბო, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ამგვარი პაციენტების გადარჩენის ხუთწლიან შედარებით მაჩვენებელს. 

კოლორექტალური კიბო განკურნებადია!

გახსოვდეთ, კიბო განაჩენი არ არის! დროული სკრინინგის შედეგად, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი კიბო განკურნებადია! ადრეულ ეტაპზე, სკრინინგის შედეგად აღმოჩენილი კოლორექტალური კიბო განკურნებადია! 

მაგალითად, 2020 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორექტალური კიბოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი 57%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 1970 წელს. ეს გამოწვეულია მკურნალობის თანამედროვე, გაუმჯობესებული მეთოდებით და რაც მთავარია, გაზრდილი სკრინინგით, რომლის დროსაც შესაძლებელია, კოლორექტალური კიბო ადრეულ სტადიაზე აღმოჩნდეს. 

საერთო ჯამში,  2012 წლიდან 2020 წლამდე, კოლორექტალური კიბოს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად, 2%-ით მცირდებოდა! 

გაზიარება:

მსგავსი ბლოგები:

კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian