გადასვლა კონტენტზე გადასვლა ქვედა კოლონტიტულზე

თამბაქოზე დამოკიდებულება – ნაადრევი სიკვდილის მიზეზი

თამბაქოზე დამოკიდებულება – ნაადრევი სიკვდილის მიზეზი

ამერიკული ჰოსპიტალი თამბაქოზე დამოკიდებულება და ნაადრევი სიკვდილი

ავსტრალიელმა სპეციალისტებმა უკვე დაასრულეს კვლევა, რომლის თანახმად, სიგარეტზე დამოკიდებულების გამო, მწეველთა ორ მესამედს ნაადრევი სიკვდილი ემუქრება, თუ ამ მავნე ჩვევაზე უარს არ იტყვიან. კვლევაში 200 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. სპეციალისტების დასკვნებით, არანაკლებ საშიშია მეორადი მოწევა, რაც იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს: ინსულტს, გულის დაავადებას, ფილტვის კიბოს და ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომს. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს კვამლისგან თავისუფალ საზოგადოებრივ ადგილებს. ამ კამპანიაში ჩართულია „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ – AHT, რომლის წამყვანი ექიმები და სპეციალისტები აქტიურად ატარებენ პრევენციულ ზომებს ფილტვის კიბოს რისკის შესამცირებლად და მოუწოდებენ პაციენტებს, უარი თქვან მავნე ჩვევაზე. 

ავსტრალიელი მკვლევარების მტკიცებით, სიგარეტზე დამოკიდებულების გამო, ყოველწლიურად, დაახლოებით, 8 მილიონი ადამიანი იღუპება ნაადრევი სიკვდილით. ეს შემზარავი სტატისტიკა ეხება არა მარტო „თამბაქოს მოხმარებას“ ან მოწევას, არამედ სიგარეტის ალტერნატიულ საშუალებებსაც, მათ შორის, საღეჭ თამბაქოს, რომელიც ასევე იწვევს ნაადრევ სიკვდილს. 

მთლიანობაში, მე-20 საუკუნის განმავლობაში, თამბაქოს მოხმარების გამო, დაახლოებით,  100 მილიონი ადამიანი დაიღუპა ნაადრევი სიკვდილით, სხვათა შორის, საკმაოდ მდიდარ ქვეყნებში. ამჟამად, სულ სხვა ვითარებაა, რადგან მოწევის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების ტვირთი მდიდარი ქვეყნებიდან უკვე საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში გადადის. ზოგიერთი კვლევის თანახმად, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 21-ე საუკუნეში, თამბაქოს მოხმარების გამო, შესაძლოა, მილიარდი ადამიანი გარდაიცვალოს ნაადრევი სიკვდილით. 

სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მასშტაბით, 2017 წელს, სიკვდილიანობის თითქმის 13% პირდაპირი მოწევის შედეგი იყო; 2% კი – მეორადი მოწევის შედეგი გახლდათ. ეს ნიშნავს, რომ 15% ანუ ყოველი შვიდი ადამიანიდან ერთი – ნაადრევი სიკვდილით თამბაქოს მოხმარების გამო გარდაიცვალა. 

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა კვლევაში რამდენიმე ქვეყანა მიუთითეს, სადაც ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთი – მოწევის გამო იღუპება. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, დანია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა და გრენლანდია.

ავსტრალიელი ექსპერტების ახალი კვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლები განსხვავებულია. ზოგ ქვეყანაში მაღალია და ზოგან პირიქით – დაბალი. 

მაგალითად, ეს მაჩვენებლები მკვეთრად მაღალია აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 000-დან, ყოვე;ო 150 ადამიანი სიგარეტის მოხმარების გამო იღუპება აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში. 

მსოფლიოს ზოგიერთ, ყველაზე დაბალ შემოსავლიან ქვეყანაში, მაგალითად, სუდანში ან ნიგერიაში, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი მოიხმარს თამბაქოს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ათჯერ დაბალია.

ახალი კვლევის თანახმად, 1950 წლიდან, თამბაქოს მოხმარების გამო, ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებლები მაღალი იყო აშშ-სა და ესპანეთში. თუმცა, ვროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო. აშშ-ში, ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებლებმა პიკს 1980-იან წლებში მიაღწია, ხოლო ესპანეთში შედარებით გვიან – 1990-იან წლებში. ამ მაჩვენებლების მიხედვით, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ფილტვის კიბოს გავრცელების ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი, სწორედ თამბაქოს მოხმარება და მასზე დამოკიდებულებაა. 

კვლევის დასასრულს, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თამბაქოზე (სიგარეტზე) დამოკიდებულების შესამცირებლად და მოწევისგან გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების პრევენციისთვის, ყველაზე კარგი საშუალებებია სიგარეტისა და სიგარეტის სხვა, ალტერნატიული პროდუქტების ფასების ზრდა; ასევე – თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტების რეკლამების აკრძალვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; სიგარეტის მოხმარების არეალის შემცირება (სასტუმროებში, რესტორნებში, კაფე-ბარებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში); აქტიური პიარ-კამპანია მოწევის შეწყვეტის მოთხოვნით და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა. 

გაზიარება:

მსგავსი ბლოგები:

კონტაქტი

ელ-ფოსტა

ტელეფონი

სამუშაო საათები

ამბულატორია

ორშაბათი – პარასკევი
09:00 – 18:00
შაბათი 
09:00 – 14:00

ემერჯენსი

სამუშაო საათები:  24/7
გამოგვყევით

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი © 2025

ka_GEGeorgian